• December

    23

    2024
  • 268
  • 2
მეუფე მელქისედეკი ახალი მსოფლიო წესრიგის მეცნიერული პროგრამის შესახებ ,,GEO NEWS” ექსკლუზიურად მოუთხრობს

მეუფე მელქისედეკი ახალი მსოფლიო წესრიგის მეცნიერული პროგრამის შესახებ ,,GEO NEWS” ექსკლუზიურად მოუთხრობს

,,თვითკმარი არსებობის ლოგიკა საზოგადოების თვითორგანიზაციისა და მდგომარეობის ცვლის კანონები”, არის ის საბაზისო ნაშრომი, რამაც დღევანდელი ჩვენი ინტერვიუს ძირითადი თემა განსაზღვრა, ამიტომაც მიგვაჩნია, რომ მკითხველი ორიენტირებული უნდა იყოს ამ წიგნისა და მისი სიღრმისეული ხედვების თაობაზე, რათა უკეთ გაერკვეს მეუფესთან ინტერვიუს არსსა და მიზანში.

წიგნში გადმოცემულია საზოგადოების თვითორგანიზაციისა და მდგომარეობის ცვლის ( ისტორიის ლოგიკის განმსაზღვრელი ) ახალი პარადიგმა, რომელიც მიღებულია ორიგინალური ლოგიკური აპარატის გამოყენებითა და დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის განვითარებით.

წიგნი ასევე ეძღვნება პიროვნების, ერისა და ცივილიზაციის ცნებებში სიცხადის შეტანას და მათ შორის, არსებული ურთიერთმიმართებების ახსნას. ავტორი მის მიერვე შემუშავებული თეორიული აპარატით ახდენს კაცობრიობის ისტორიის სისტემატიზაციას, რითაც რევოლუციურ შედეგებამდე მიდის. ნაშრომში ასევე იხილავთ მითოსური ნარატევებისა და ანტიკური ხანის ეპოსების თანმიმდევრულ და დეტალურ ახსნას, თეოლოგიის საკითხებისა და ევოლუციური მოძღვრების აქამდე შეუმჩნეველი ასპექტების მიმოხილვას და სხვა საინტერესო თემების სრულიად ახლებურ და სიღრმისეულ ანალიზს.

,,GEO NEWS” მეუფე მელქისედეკ ( დიაკონიძეს ) ექსკლუზიურად ესაუბრა. 

-მეუფეეო, თქვენ წინა ინტერვიუში ერთგვარი პროგრამა ახსენეთ გაკვრით, გთხოვთ, უფრო დეტალურად გვიამბობთ ამის თაობაზე ?

-ეს პროგრამა, წარმოადგენს მეცნიერული კვლევის შედეგად დადგენილ კანონზომიერებაზე დაფუძნებულ – მსოფლიო მართვის ინსტიტუტის ,,გაეროს” რეფორმის ახალ გემას ( ახალი მსოფლიო წესრიგი ). ეს მეცნიერებული კვლევ ახდენს ერთა თვისებების კლასიფიკაციას ოთხ ტიპად:

ძლევის მანიის ერები.

ცხრომის მანიის ერები.

მართვის მანიის ერები.

ფორმის მანიის ერები.

ამ ერთა წარმომადგენელ ინდივიდთა ერთობლივ ქცევებს განაპირობებს მათი იდენტობის განმსაზღვრელი მახასიათებლების გავლენა, რაც გამოხატულია ერთიან კულტურული ველის სახით.

მაგალითად, ძლევის მანიის ერების, განწყობაში გაბატონებულია ისეთი მოლოდინები, რაც მათ წარმოდგენას უქმნით, რომ მოსალოდნელია გარედან ძალისმიერი ზემოქმედების საფრთხე და თუ არ მოახდინეს ძალთა კონცენტრაცია, ისინი ვერ მოიპოვებენ სიმშვიდეს. ისინი უმთავრესად შეპყრობილები არიან საკუთარი უსაფრთხოების საკითხებით. ერთ-ერთი ასეთი ერი – რუსი ერია, ხოლო ცხრომის მანიის ერებს განეკუთვნებიან – ამერიკა, საფრანგეთი და ასე შემდეგ, რომლებსაც გააჩნიათ ურთიერთსარგებელზე ორიენტირებული მიზნობრივი განწყობა.

რუსეთს, როგორც ძლევის მანიის ერს, აქვს ბუნებრივი მიდრეკილება, რომ ყველანაირი მოსალოდნელი საფრთხე მისი საზღვრებისაგან შორს იყოს. აქედან გამომდინარეობს, რომ ის ვერ დაუშვებს საქართველოს, უკრაინას, ან რომელიმე სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყანას ჰქონდეს ისეთი კავშირი რუსეთისათვის პოტენციურად საფრთხის მომცველ ქვეყნებთან, როგორიცაა ამერიკა და მისი თაოსნობით გაერთიანებული სამხედრო ალიანსი ,,ნატოს” სახით.

-უფრო ზუსტად, რომ გვითხრათ, რა ფორმატის ხედვაზე ვსაუბრობთ ?

-მინდა შევეხო იმ საკითხს, რაც ერთობ უყურადღებოდაა დარჩენილი დღეს. კერძოდ, რა იწვევს დღეს მსოფლიოში ამდენ კომნლიქტს ? ჰანტინგტონის ,,ცივილიზაციათა შეჯახებაზე” ალბათ გსმენიათ ( რედაქციის შენიშვნა: სამუელ ჰანტინგტონის ამ წიგნში აღწერილი მთავარი იდეა იმაშია, რომ ადამიანების კულტურული და რელიგიური იდენტობა გახდება ძირითადი წყარო პოსტ ცივი-ომის შემდგომ სამყაროში ყველა ძირითადი კონფლიქტისა. ამერიკელი პოლიტიკური მეცნიერი სამუელ ჰანტინგტონი ამტკიცებდა, რომ შემდგომი ომები მოხდება, არა ქვეყნებს, არამედ კულტურებს შორის ) , რომელმაც დიდი ხანია საკუთარი პროგნოზი გააკეთა იმის შესახებ, რომ კულტურები იმდენად რადიკალურად განსხვავებულია სხვადასხვა ხალხებს შორის, რომ ამათი ერთმანეთთან შეთავსება, არის სრულიად შეუძლებელი.
ახლა გლობალიზაცია რას გულისხმობს ?

გლობალიზაცია გულისხმობს, რომ რაღაც ისეთი საერთო თამაშის წესის პრინციპები შემუშავდეს, რაც ყველა კულტურისათვის მისაღები იქნება. აი, ამ თეორიით კი, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, ირკვევა, რომ ეს არის პრაქტიკულად შეუძლებელი.

აი, რომ წარმოვიდგინოთ ასეთი რამ : ძალიან ჰგავს ნივთიერებათა აგრეგატულ მდგომარეობას ამ ერების განსხვავებული თვისებები. ე.ი. ერთი არის სითხისებური მაგვარი, მეორე – გაზური ტიპის, მესამე – მყარი სხეული და მეოთხე პლაზმური. ამათი შერევა იმდაგვარად, რომ სითხის თვისებებიც გააჩნდეს ერთდროულად და მყარი სხეულის თვისებებიც შეუძლებელია. გლობალიზაცია კი ცდილობს, რომ რაღაცა საერთო ნიშან-თვისება მოუძებნოს ყველას, რომ მთლიანად მსოფლიო სამართალი ამ საერთო ნიშანთვისებების საფუძველზე აიგოს.

მაპატიეთ მეუფეო, მე თუ სწორად მახსოვს, ჰანტინგტონი საუბრობს სამყაროს ვერტიკალურ მოწყობაზე და არა ჰორიზონტალურზე, რაც თავის თავში არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთი ერი დომინირებდეს სხვა ერზე. ეს აზრი არის ჩადებული იმ ოროგრამაშიც, რაზეც ახლა ვსაუბრობთ ?

-ჰანტინგტონის პოზიციიდან სხვანაირად, ვერც გამოჩნდება, იმიტომ რომ ის ხედავს, თუ როგორ ეტაკება ერთმანეთს ეს განსხვავებული კულტურები, რომელიმე მათგანი გაიმარჯვებს და რომელი სისტემაც გაიმარჯვებს ის, რა თქმა უნდა, გახდება დომინანტური სისტემა. თუმცა, სინამდვილეში ჰანტინგტონს არ ჰქონდა ინფორმაცია იმ კანონზომიერების შესახებ, რაც ამ კვლევთ დადგინდა და ირკვევა, რომ პრინციპულად ვერ ხერხდება, რომელიმე მათგანის გამარჯვება სხვებზე, რადგან ეს იქნება დაახლოებით ამ ანალოგიის მსგავსი მოვლენა :
აი, მაგალითად გულმა, რომ გაიმარჯვოს ფილტვზე შეუძლებელია, რადგან ერთამნეთის გარეშე ორივე მოკვდება…ოთხივე ფსიქოტიპის ერი, ინფორმაციის გაცვლის პროცესში ინფორმაციის სხვადასხვა ასპექტებს აღმოაჩენენ. აი, ასე წარმოიდგინეთ, რომ ყველა კულტურას აქვს თავისი რეგლამენტი, თუ რა არის მისაღები და რა არის მიუღებელი.
ამ ოთხი განსხვავებული ფსიქოტიპის პიროვნებები ირჩევენ ისეთ ინფორმაციას ამ სამყაროდან, რომელიც არსებობს, როგორც მოცემულობა, თუ რა არის მათთვის მისაღები და ასევე რა არა. ამით ისინი ინფორმაციის სელექციას ახდენენ. ამიტომაც ხდება, რომ ერთი ფსიქოტიპის მიერ აღმოჩენილი, თუნდაც მეცნიერული კანონზომიერება, სხვა ფსიქოტიპებს გამოადგებათ, როგორც მარათონში ესტაფეტის გადაცემა. ე.ი. მუდმივად მომქმედ ციკლურ სქემაში, ჯერ ერთი ფსიქოტიპი გააქტიურდება, შემდეგ – მეორე, მესამე, მეოთხე და ასეთი სპირალურია ეს ინფორმაციული გაცვლის პროცესი.

თქვენ ახლა მნიშვნელოვანი რამ ბრძანეთ, ფაქტობრივად, თქვით, რომ ვერც ერთი მხარე ვერ უზრუნველყოფს მეორე მხარის განადგურებას ისე, რომ თვითგანადგურება არ უზრუნველყოს. ასეთ შემთხვევაში დოქტრინა რა გამოსავალს ხედავს ? შემკვრელი იდეა რა არის ?

-ანალოგაია გამოვიყენოთ, რომ წარმოსადგენად იოლი იყოს. ჰიპითეტურად დავუშვათ, რომ ჰომოსაპიენსად გარდასახვის დროიდან წარმოიქმნა ოთხი განსხვავებული ტიპის საზოგადოებრივი ერთობები, რომლებთაგანაც, ერთ-ერთი ძალოვანია, მორე ქცევის ნორმების ( წესების ) დაცვაზეა ორიენტირებული,ზოგიეთი წარმოიქმნა საბაზრო ურთიერთობების გადაკვეთის არეალზე და მისთვის სამართალი გახდა პრიორიტეტული, ხოლო ზოგისთვის სიტუაციური მოქმედება და რეაგირებაა დამკვიდრებული ქცევის ნორმად, რაც პროცესების მართვას გულისხმობს და ასე შემდეგ. ასეთი დაყოფა, სავარაუდოდ, მოხდა 100 000 წლის წინ და შესაბამისად, ახლაც ოთხმა ფსიქოტიპმა უნდა შექმნას ოთხპალატიანი სისტემა, და თუკი, ეს მუშაობს ნებისმიერი ქვეყნის შიგნით – ძალოვანი, საკანონმდებლო ორგანოს, სასამართლო ინსტუტუტისა და მთავრობის სახით, მაშინ, რატომ არ იმუშავებს ეს გლობალურად, თუკი, ამგვარი დაყოფა ბუნების კანონზომიერებაა ?

მეუფეო, რას სთავაზობს ეს ახალი პროგრამა მსოფლიოს ისეთს, რაც აქამდე სხვა პროგრამებში არ ყოფილა გათვალისწინებული ?

-ამ პროგრამით უნდა მოხდეს ერებს შორის ფუნქციური დანაწილება და ის სისტემა, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, ავტომატურად უზრუნველყოფს მსოფლიო პოლიტიკურ-ეკონომიკური და სხვა პრობლემური საკითხების, როგორიცაა ეკოსისტემის გაჯანსაღება დარეგულირდება, ისე თითქოს კაცობრიობა ერთი ორგანიზმია და გარეგან საფრთხეებს ისე უმკლავდება, როგორც მთელი ორგანიზმი, რაც ასევე ორგანოების ფუნქციური დანაწილების პრინციპით არის ორგანიზებული.

ამ სისტემის რეალიზაციის პროცესში თანდათან მთელ კაცობრიობას გაუჩნდება სრულიად ახალი, მისთვის მანამდე უცნობი, მსოფლიო საზოგადობის მთლიანობის განცდა და დროთა განმავლობაში იმასაც გააცნობიერებს, რომ ვერც ერთი ცალკეული ერი, ერთპიროვნულ მმართველობას ვერ დაამყარებს. ისეთი დესტრუქცია, რასაც დღეს ვხედავთ, როცა სამი კულტურა უპირისპირდება მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც ერთმანეთს, როგორც კონფლიქტის საფუძველი აღარ იარსებებდა. ეს კომფლიქტია სწორედ ასახული ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთგამომფიტავ დაპირისპირებაში, როცა ოპოზიცია განასახიერებს ამერიკულ კულტურას, ხოლო ხელისუფლება უკვე ცდილობს საკუთარი ეროვნული კულტურა დაიცვას უცხო ქვეყნის კულტურული ექსპანსიისაგან, რაც ამ ოპოზიციურ ძალებს საერთოდ არ ესმით და მათ ჰგონიათ, რომ პროგრესი მოაქვთ ქვეყნისთვის. ამ პროგრამის დედა აზრიც სწორედ იმაშია, რომ ოთხივე ტიპის ერებმა ამ სამყაროში საკუთარი პოტენციის გამოვლენის შესაძლებლობა უნდა მიიღოს ისე, რომ ერთის პალატის ფუნქცია, ვერ გადაჰფარავს დანარჩენი სამი პალატის ფუნქციას, ისევე, როგორც გული ვერ ჩაენაცვლება ფილტვებს. ამ რეფორმის გარეშე მოსალოდნელია, რომ კულტურათა დაპირისპირება ისეთ ფაზაში შევიდეს, როცა მსოფლიო ომის საფთხე ვერ იქნას თავიდან აცილებული და ეს იქნება სწორედ არმაგედონი.

P.S. ,,GEO NEWS” კვლავაც შემოგთავაზებთ ინტერვიუების ციკლს მეუფე მელქისედეკთან, როგორც ჩვენს გამორჩეულ ინტელექტუალურ და ეროვნულ-პატრიოტულ მსოფლმხედველობის მქონე რესპონდენტთან.  

ირაკლი გიორგაძე, გიორგი კორძაძე

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

2 COMMENTS

  • მერაბ ბლადაძე
    December 23, 2024, 11:53 pm REPLY

    მეუფე არის, საოცარი მოძღვარი…ვისვენებ როცა ვესაუბრები

  • Людмила
    December 24, 2024, 5:57 am REPLY

    Спасибо за ценную информацию! О доктрине грузинского учёного я узнала более года назад. Но охватить её не смогла: так как этот всеобьемлющий труд на грузинском языке. Сейчас вы даёте почву для общего понимания и размышления и надеюсь, что вы продолжите эту тему по главным и конкретным аспектам работы. Она очень нужна человечеству, чтобы спасти мир от войны!

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor