• December

    25

    2024
  • 79
  • 0
თბილისში მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის ცენტრი აშენდა

თბილისში მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის ცენტრი აშენდა

ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის ცენტრი აშენდა.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ცენტრი უკვე მზადაა, დედაქალაქს 24 საათის განმავლობაში მოემსახუროს.

„როგორც იცით, აღნიშნული მიმართულება დედაქალაქისთვის სერიოზული გამოწვევაა, ამიტომ ჩვენ მიზნად დავისახეთ ამ პრობლემის მოგვარება და ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს თანამედროვედ, ცივილურად. აღნიშნული პროექტი საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტი ცხოველი გადავიყვანოთ თავშესაფარში სტერილიზაცია-კასტრაციის მიზნით, რაც, როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოში აპრობირებული ერთადერთი ყველაზე ეფექტური და ჰუმანური მეთოდია ქუჩის ბინადარი ცხოველების რაოდენობის შესამცირებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში მოეწყო და სრულად აღიჭურვა ინდივიდუალური ვოლიერები, ლაბორატორია, საოპერაციო ბლოკი, პოსტოპერაციული სივრცე და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.

ამასთან, როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ახალი ცენტრი იზოლირებულია არსებული თავშესაფრის შენობისგან და იქ ცხოველების გადაყვანა მხოლოდ სტერილიზაცია-კასტრაციის მიზნით მოხდება, რაც დაავადებების მართვის ეფექტურობის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor