
სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის წინ კარვები გაშალეს
სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის წინ კარვები გაშალეს.
ისინი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებენ. მათ აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემდეგ პარლამენტის წინ კარვები გაშალეს.
აქტივისტების თქმით, დამორჩილებას არ აპირებენ, მეტიც მათი პროტესტი არის ახალი “რუსული კანონის” დაუმორჩილება.
ახალგაზრდები პარლამენტის წინ დარჩენას, ღამის გათენებას აპირებენ. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველებიც.
მკითხველს შევახსენებთ, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს, დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.





