- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – სრულად ვიზიარებ იმ მძიმე შეშფოთებას, რომელიც არის გამოხატული საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში
სრულად ვიზიარებ იმ მძიმე შეშფოთებას, რომელიც არის გამოხატული საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზირების ახალი მუდმივი პუნქტის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„საგარეო საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა განცხადება და ეს ოფიციალური განცხადება ნიშნავს მთავრობის, ხელისუფლების პოზიციას. სრულად ვიზიარებ ამ მძიმე შეშფოთებას, რომელიც არის გამოხატული საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში“, – განაცხადა კობახიძემ.
მკითხველს შევახსენებთ, რომ რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში, შავი ზღვის სანაპიროზე სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზირების ახალი მუდმივი პუნქტის შექმნას გეგმავს.





