
სდსს-ის უფროსმა გენერალ-ლეიტენანტმა ანზორ ჩუბინიძემ და ხელმძღვანელმა პირებმა ახალწვეულებს სიტყვით მიმართეს და ფიცის მიღება მიულოცეს
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წვევამდელებმა სამხედრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცი დადეს. ღონისძიებას წინ უსწრებდა სადღეღამისო სწავლება, რომლის ფარგლებში ახალწვეულებმა პრაქტიკული და თეორიული მომზადება გაიარეს.
სამსახურის უფროსმა გენერალ-ლეიტენანტმა ანზორ ჩუბინიძემ და ხელმძღვანელმა პირებმა ახალწვეულებს სიტყვით მიმართეს და ფიცის მიღება მიულოცეს.
საქართველოს თავდაცვის კოდექსის შესაბამისად, 2025 წლის პირველი იანვრიდან, წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაიწვევიან მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. შესაბამისად, 2024 წლის საშემოდგომო გაწვევით მიღებული საკონტრაქტო მოსამსახურეები სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გაწვეულთა ბოლო ნაკადს წარმოადგენენ.
1994 წლიდან დღემდე, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო-სავალდებულო სამსახური 20000-მდე წვევამდელმა გაიარა.
ინფორმაციას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ავრცელებს.
,,GEO NEWS”









