• December

    28

    2024
  • 85
  • 0
ალიევმა პუტინთან საუბრისას აღნიშნა, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავმა რუსეთის საჰაერო სივრცეში გარე ფიზიკური და ტექნიკური ზემოქმედება განიცადა და მთლიანად დაკარგა კონტროლი

ალიევმა პუტინთან საუბრისას აღნიშნა, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავმა რუსეთის საჰაერო სივრცეში გარე ფიზიკური და ტექნიკური ზემოქმედება განიცადა და მთლიანად დაკარგა კონტროლი

ილჰამ ალიევსა და ვლადიმერ პუტინს შორის „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც საუბარში ილჰამ ალიევმა აღნიშნა, „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავმა რუსეთის საჰაერო სივრცეში ყოფნისას გარე ფიზიკური და ტექნიკური ზემოქმედება განიცადა, მთლიანად დაკარგა კონტროლი, გადამისამართდა ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტისკენ და მხოლოდ პილოტების პროფესიონალიზმისა და გამბედაობის წყალობით შეძლო ავარიული დაშვება.

„აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თვითმფრინავის ფიუზელაჟზე უამრავი ხვრელი იყო, მგზავრები და ეკიპაჟის წევრები ჯერ კიდევ ჰაერში ყოფნისას დაშავდნენ უცხო ნაწილაკებისგან, რომლებიც თვითმფრინავის სალონში შეაღწიეს, ხოლო გადარჩენილ ბორტგამცილებელთა და მგზავრთა ჩვენებები გარე ფიზიკურ და ტექნიკურ ზემოქმედების ფაქტს ადასტურებს.

საუბრისას ლიდერებმა განიხილეს ამ ტრაგედიის ყველა დეტალის სერიოზული, ყოვლისმომცველი გამოძიებისა და დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობა.

ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანული მხარის ინიციატივით, ჩამოყალიბდა საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფი ავარიის მიზეზების ყოვლისმომცველი გამოძიებისთვის, რომელმაც უკვე დაიწყო მუშაობა.

ამასთან, სახელმწიფოს მეთაურებმა ხაზი გაუსვეს, რომ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაწყებული საგამოძიებო პროცესი ჩატარდება აბსოლუტურად გამჭვირვალედ და საზოგადოებას რეგულარულად მიეწოდება ინფორმაცია“, – ნათქვამია ილჰამ ალიევის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ ტრაგიკული ინციდენტი რუსეთის საჰაერო სივრცეში მოხდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor