• December

    30

    2024
  • 154
  • 0
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტია – მიტაცებული ინსტიტუცია კონსტიტუციურ ჩარჩოებს უბრუნდება

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტია – მიტაცებული ინსტიტუცია კონსტიტუციურ ჩარჩოებს უბრუნდება

რადიკალებისა და ზურაბიშვილის მიერ მიტაცებული ინსტიტუცია კონსტიტუციურ ჩარჩოებს უბრუნდება.

29 დეკემბრიდან საქართველოს მე-6 პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილია.

უკვე მომქმედმა პრეზიდენტმა საპრეზიდენტო ფიცი პარლამენტში, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში, დადო. ყაველაშვილმა ფიცი სპეციალურად დაბეჭდილ კონსტიტუციის ეგზემპლარსა და ბიბლიაზე დადო, რომელიც უწმინდესმა პარლამენტს გადასცა.

ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ღვთისა და ერის წინაშე პასუხისმგებელი იქნება – დაიცავს კონსტიტუციას.

ფიცის დადების შემდეგ, ქვეყნის ეროვნული ჰიმნი გაისმა, რომელიც სამების საკათედრო ტაძრის გუნდმა შეასრულა.

მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას ,,ქართული ოცნების” საპატიო თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, მმართველი პარტიის დეპუტატები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრენ.

თავის სიტყვაში, რომელიც 15 წუთი გაგრძელდა ყაველაშვილმა თქვა, რომ იქნება ზეპარტიული და გამაერთიანებელი – მტკიცედ დაიცავს ქვეყნის კონსტიტუციას. თქვა ისიც, რომ იქნება ტრადიციების, ოჯახური ღირებულებებისა და ეროვნული ინტერესების დამცველი. მიიღო პირველი მილოცვებიც – ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდისაგან.

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს მე-6 პრეზიდენტად 300 წევრიანმა კოლეგიამ 14 დეკემბერს აირჩია. პატრიოტიზმი და ეროვნული ინტერესების გამტარებელი, ამ კრიტერიუმებით იხელმძღვანელა მმართველმა გუნდმა, როცა პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა დაასახელა.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor