
გრიგოლ გაგნიძე: ,,ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო – მშვიდობა დაჰბედებოდეს ჩვენს ქვეყანას, თქვენს ოჯახებს, მრავალჟამიერ” !
,,GEO NEWS” წარმოგიდგენთ ჩვენი რესპონდენტებისა და საქართველოს გამორჩეული პერსონების საახალწლო მილოცვებს :
უფლებადამცველი – გრიგოლ გაგნიძე;
ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო ! ქართული სიმღერა ხომ ვიცით, ჰოდა, ამ განწყობით, ოპტიმისტურ ნოტაზე ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს სრულიად საქართველოს. ყველას, თითოელი ჩვენი მოქალაქის ოჯახს ვულოცავ 2025 წლის შემობრძანებას !
მრავალ შობა-ახალ წელს დაგასწროთ უფალმა თქვენს ლამაზ ოჯახებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად !
მეგობრებო, თუ თავს საქართველოს შვილებად ვთვლით და ეროვნულ ტრადიციებს პატივს ვცემთ ( მნიშვნელობა არ აქვს ეთნიკურ წარმომავლობას ) , გთხოვთ, დავიმახსოვროთ ერთი რამ – ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ოპტიმისტები არ ვიყოთ, მით უმეტეს, ახლა, რა გამოცდასაც ჩვენი ქვეყანა გადის…
ისტორიულადაც და დღესაც, როცა ქართველი პატივს სცდემდა მამულს, ენას და საწმუნოებას, ყოველთვის იმარჯვებდა მტერზე ! ამინ !
მშვიდობა დაჰბედებოდეს ჩვენს ქვეყანას, თქვენს ოჯახებს, მრავალჟამიერ !
ქეთი ხომერიკი
,,GEO NEWS”




