• January

    1

    2025
  • 259
  • 0
ვლადიმერ ხომერიკი საქართველოს მოსახლეობას და მთავრობას შობა-ახალ წელს ულოცავს და კეთილგანწყობით მიმართავს

ვლადიმერ ხომერიკი საქართველოს მოსახლეობას და მთავრობას შობა-ახალ წელს ულოცავს და კეთილგანწყობით მიმართავს

ცნობილი ქართველი პატრიოტი ვლადიმერ ხომერიკი საქართველოს მოსახლეობას შობა-ახალ წელს ულოცავს და ხელისუფლებას ხალხის საკეთილდღეოდ რუსეთისკენ შემხვედრი ნაბიჯების გადადგმას ურჩევს. 

ბატონი ვლადიმერი ჩვენი ხშირი სტუმარია, რაც იმითაა განპირობებული, რომ ბათუმში აღზრდილი და სპორტში გამორჩეული მიღწევების მქონე ახალგაზრდამ, საკუთარი დიდი ცხოვრებისეული გზის განმავლობაში, მრავალი მწვერვალი დაიპყრო. ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი და გამორჩეული ექსპერტი გახდა, რომლის ცოდნა და ინტელექტუალური შესაძლებლობები სათანადოდაა დაფასებული რუსეთის ფედერაციაში. როგორც მოგეხსენებათ, ერთი მხრივ, ,,რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის” პრეზიდენტია, მეორე მხრივ, რუსეთის სახელისუფლებო წრეებში ცნობილი და აღიარებული ანალიტიკოსია და არაერთი ოფიციალური თანამდებობა უკავია, რომლის აზრსაც არაერთი უცხოური მედია ღია ეთერს უთმობს და გამორჩეულ რესპონდენტად მიიჩნევს.

პროფესორი, ,,რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის” პრეზიდენტი – ვლადიმერ ხომერიკი;

,,ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ახალ 2025 წელს გილოცავთ !

მინდა ყველა სურვილი აგხდენოდეთ, რაც ყოველი თქვენთაგანის სულშია. ყველაზე საიდუმლო, ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე სანუკვარი და სასურველი ოცნება გულში ინახება და ის, რაც გულით გსურთ, ნამდვილად, აგიხდებათ. მინდა ყველა ჭერქვეშ, ყველა ოჯახში თბილი და მყუდრო გარემო იყოს. სიყვარული, რწმენა და სიმშვიდე აისახოს თქვენი საყვარელი ადამიანების თვალებში. მინდა, ყველა საჭირო და მნიშვნელოვანი ადამიანი გვერდით გყავდეთ.

დაე, პლანეტა მშვიდობითა და სიკეთით განიმსჭვალოს !

დაე, ცა იყოს მშვიდობიანი ! 

მინდა, ყოველთვის ყველაზე ერთგული, სანდო, კეთილი და წესიერი მეგობრები გვერდით გყავდეთ. ასევე, ყოველთვის გვახსოვდეს ჩვენი ის მეგობრები, რომლებიც დღეს ცათა შინა არიან, თუმცა სულებს კვლავაც გვითბობენ.

ასევე, მსურს საქართველოს მთავრობას მივმართო, ახალი წლიდან რუსეთის მთავრობასთან პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყონ, რაც საქართველოსთვის კარგი იქნება. ეს  დიპლომატიური კავშირის აღდგენისათვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება და შემდგომში, სტრატეგიული პარტნიორის მისაღებად. 

იმედი მაქვს, ეს იქნება პირდაპირი და მოკლე გზა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ასევე, ქვეყნის უშიშროების, დამოუკიდებლობის, ეკონომიკისა და ხალხის კეთილდღეობის მომტანი და განმსაზღვრელი.

გილოცავთ ახალ 2025 წელს – გამარჯვება, მშვიდობა, წარმატებები და კეთილდღეობა ქართველ ხალხს.

ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

იხ: რუსული ვარიანტი

Владимир Хомерики поздравляет население и правительство Грузии C Рождеством и Новым годом и обращается с доброжелательным обращением

Известный грузинский патриот Владимир Хомерики поздравляет население Грузии с Рождеством и Новым годом и советует властям сделать шаги навстречу России на благо народа.

Господин Владимир – наш частый гость, что связано с тем, что молодой человек, выросший в Батуми и имеющий выдающиеся спортивные достижения, за свой долгий жизненный путь покорил множество вершин. Он стал доктором экономических наук, профессором и выдающимся специалистом, чьи знания и интеллектуальные способности по достоинству оценены в Российской Федерации. Как известно, с одной стороны, он является президентом «Фонда единства русского и грузинского народов», с другой стороны, он является известным и признанным аналитиком в российских правительственных кругах и имеет ряд официальных должностей, его мнение открыто публикуется рядом зарубежных СМИ, он является выдающимся респондентом.

профессор, президент «Фонда единства русского и грузинского народов» – Владимир Хомерики;

,,Дорогие мои друзья, с Новым 2025 годом!

Я хочу все желания, которые есть в душе каждого из вас. Самая сокровенная, самая важная, самая заветная и желанная мечта хранится в сердце, и то, что ты хочешь от души, обязательно сбудется. Я хочу, чтобы под каждой крышей, в каждой семье было тепло и уютно. Пусть любовь, вера и мир отражаются в глазах ваших близких. Я хочу, чтобы рядом с тобой были все нужные и важные люди.

Пусть планета наполнится миром и добром!

Пусть небо будет мирным!

Я хочу, чтобы рядом с тобой всегда были самые верные, надежные, добрые и порядочные друзья. Также давайте всегда помнить о наших друзьях, которые сегодня находятся в небе, хотя они по-прежнему согревают нам душу.

Также я хотел бы обратиться к правительству Грузии с просьбой начать прямые переговоры с правительством России с нового года, что будет хорошо для Грузии. Это станет шагом вперед к восстановлению дипломатических отношений и, как следствие, к приобретению стратегического партнера.

Надеюсь, это будет прямой и короткий путь к восстановлению территориальной целостности Грузии. Также несущий и определяющий безопасность, независимость, экономику и благосостояние народа страны.

Поздравляем грузинский народ с Новым 2025 годом – победой, миром, успехами и процветанием.

Эксклюзивно От Кети Хомерики

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor