• January

    10

    2025
  • 180
  • 0
რადიკალურ ქმედებებში ჩართული პედაგოგები და სკოლის დირექტორები

რადიკალურ ქმედებებში ჩართული პედაგოგები და სკოლის დირექტორები

,,GEO NEWS”-ისთვის ცნობილი ხდება თუ როგორ ცდილობდნენ რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებული პედაგოგები საპროტესტო აქციებში ახალგაზრდების ჩართვას, არქიტექტორ-დიზაინერმა ბაგრატ აკუჯბა გრუზინსკიმ მის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული მასალები მოგვაწოდა, რომელშიც დეტალურად არის ასახული იმ მასწავლებლების დესტრუქციული ქმედებები, რომელთა კავშირი ოპოზიციასთან დასტურდება.

მასალებს უცვლელად წარმოგიდგენთ :

ბათუმის პირველი საჯარო სკოლა, ბათუმის ევრო 2000-ის სკოლა, სწორედ ეს სკოლებია აქტიურად ჩართული მიმდინარე პროცესებში. აღნიშნული სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საპროტესტო აქციებისთვის აორგანიზებენ. ამ პროცესებში აქტიურად მონაწილეობენ შემდეგი მასწავლებლები : ხათუნა ხუნდაძე, ნანა ჩხარტიშვილი, სულხან ოქროპირიძე, რუსა აბუსელიძე, ნოდარ ბერიძე, სოფია ხინკილაძე, ნინო ლიკუჩავა ,ნანი ცეცხლაძე და იმედა აბუსელიძე.

წყაროს მიერ მოწოდებული ექსკლუზიური მასალებიდან დგინდება, რომ პროცესში ჩართულია ბათუმის რამდენიმე სკოლის დირექტორი და პედაგოგი, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებულნი არიან ,,ნაციონალურ მოძრაობასთან”. ბათუმის მე-14, მე-16, მე-15, მე-8, მე-17, მე-6 საჯარო სკოლები. ეს სწორედ ის სასწავლო დაწესებულებებია, რომელთა ხელმძღვანელები ან პედაგოგები ერთი მხრივ კავშირში არიან ყოფილ სახელისუფლებო პარტიასთან და მეორე მხრივ აქტიურად მონაწილეობენ მიმდინარე აქციებში და პროცესებში მოსწავლეების ჩართვას ცდილობენ.

ამავე მასალებით, სკანდალში ეხვევა თბილისის ამერიკული აკადემიაც, რომელიც მსგავსს რადიკალურ ქმედებებში არის ჩართული. წყარო გვაწვდის მასალას, ამავე აკადემიის ერთ-ერთი მოსწავლის მშობლის ინტერვიუს, რომელმაც ზემოთ ხსენებული აკადემია და კონკრეტული მასწავლებლები ამხილა. კონფედენციალურობიდან გამომდინარე, აღნიშნული პირის ვინაობას არ ვასახელებთ, თუმცა, როგორც ინტერვიუში მშობელი ამბობს, აკადემია მევახშე ხაზარაძის მფლობელობაშია. მისივე თქმით ,,სკოლაში საშინელი ტვინის რეცხვა ხდება”. დასცინიან რელიგიას, დასცინიან სულიერებას, დასცინიან ყველაფერ ეროვნულს. ამას აკეთებენ პედაგოგები. წარმოგიდგენთ პედაგოგს ლევან ღამბაშიძეს, რომელიც ახალგაზრდა ბავშვებს უმეგობრდება, უახლოვდება ვითომ მათი თანამოაზრეა. შემდეგ ,,ტვ პირველს” და ,,ფორმულას” ისტორიკოსად და ექსპერტად უზის ეთერში. ბავშვი სკოლაში სასწავლებლად შევიყვანე და ხატ მებრძოლე გამოვიყვანე, ასეა სწორედ. ამ სკოლის კურსდამთავრებულები  აქციების ძირითადი მონაწილეები არიან”, – ამბობს მშობელი ინტერვიუში.

კიდევ ერთ-ერთი საჯარო სკოლა, სადაც მოსწავლეებს პოლიტიკურ პროცესში რთავენ, თბილისის 28-ე სკოლაა. წარმოგიდგენთ ამავე სკოლიდან ინტერვიუს ჩვენს წყაროსთან, რომლის კონფიდენციალურობა ამ შემთხვევაშიც დაცულია – ,,პრობლემაა, პედაგოგს დირექტორი სამთავრობო სიახლეების გაზიარებას უკრძალავს, ასევე პოსტების წერას, სადაც ამ მთავრობას ემხრობა. იმ მასწავლებლებს კი, რომლებიც მიტინგებზე დგანან, არაფერს ეუბნება, ორმაგ თამაშს თამაშობს ქალბატონი ქეთევან დავლიანიძე”, -ნათქვამია ინტერვიუში.

სქემა საკმაოდ მრავალფეროვანია, რომლის ერთ-ერთი ფიგურანტი ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი, მოძალადე მამუკა ჯორბენაძეა. წყარომ ექსკლუზიურად მოიპოვა მიმოწერები ჩატიდან თუ როგორ აორგანიზებს ჯორბენაძე ახალგაზრდებს აქციებისთვის. ქეთევან ვაჩეიშვილი კი ხარისხის სამსახურის უფროსი, სტუდენტებს სირცხვილის კორიდორის მოწყობაში აორგანიზებს, ეს მასალაც ექსკლუზიურად მოპოვებული ჩატის მიმოწერებიდანაა.

მოამზადა-ირაკლი გუნიამ

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor