• January

    15

    2025
  • 80
  • 0
იტალიამ, ალბანეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც განახლებადი ენერგიისთვის წყალქვეშა კაბელის გაყვანას ითვალისწინებს

იტალიამ, ალბანეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც განახლებადი ენერგიისთვის წყალქვეშა კაბელის გაყვანას ითვალისწინებს

იტალიამ, ალბანეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ადრიატიკის ზღვაში განახლებადი ენერგიისთვის წყალქვეშა კაბელის გაყვანას ითვალისწინებს.

პროექტის ღირებულება, სულ მცირე, ერთ მილიარდ ევროს შეადგენს.

ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ აბუ-დაბიში მომავლის ენერგეტიკის სამიტზე განაცხადა.

„ჩვენ მტკიცედ გვჯერა ამ პროექტის, რომელშიც ჩართულია ჩვენი სამი მთავრობა, ასევე ჩვენი კერძო სექტორი და ქსელის ოპერატორები“, – განაცხადა ჯორჯია მელონიმ.

სამმხრივი პარტნიორობა ითვალისწინებს მწვანე ენერგიის წარმოებას ალბანეთში და წყალქვეშა კაბელებით იტალიაში ექსპორტს.

ალბანეთის პრემიერ-მინისტრის, ედი რამას თქმით, პროექტის მონაწილეები არიან იტალიური ოპერატორი კომპანია Terna და არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული ენერგოკომპანია Taqa.

როგორც ალბანეთის ლიდერმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურა დააკავშირებს ალბანეთის, ვლორეს პორტს იტალიის აპულიის რეგიონთან და მისი ამოქმედება უახლოეს სამ წელში იგეგმება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor