• January

    15

    2025
  • 109
  • 0
გურამ მაჭარაშვილი – გამოაცხვეს რეზოლუციები, კაცების გათხოვებას თუ არ დავაკანონებთ, ვერ ვეღირსებით ევროპულ ღირებულებას და ასე შემდეგ, ეს ფარატინა ქაღალდებია, ვიცით, რას ნიშნავს ევროპული ღირებულება

გურამ მაჭარაშვილი – გამოაცხვეს რეზოლუციები, კაცების გათხოვებას თუ არ დავაკანონებთ, ვერ ვეღირსებით ევროპულ ღირებულებას და ასე შემდეგ, ეს ფარატინა ქაღალდებია, ვიცით, რას ნიშნავს ევროპული ღირებულება

მსოფლიო საზოგადოებამ, ამერიკის საზოგადოების 60%-ზე მეტმა, ევროპულმა და ქართულმა საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ 2025 წელს ლიბერალურ-ფაშისტურ მიმდინარეობას მსოფლიოსა და საქართველოში აუცილებლად წერტილი დაესმება. როგორც აუცილებლად უნდა დაესვას წერტილი კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ – პოლიტიკურ რეჟიმს, – ამის შესახებ პარტია „ხალის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციები ფარატინა ქაღალდებია. გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობა გადაწყვიტა ქართველმა ხალხმა და ასევე თქვა, რომ საქართველო არის თავისუფალი და სუვერენული.

„ახლა გამოაცხვეს რეზოლუციები, რომ ჩვენ კაცების გათხოვებას თუ არ დავაკანონებთ, ისე ევროპულ ღირებულებას ვერ ვეღირსებით და ა.შ. ეს არის ფარატინა ქაღალდები. მათ შორის განცხადებები, რომ ლეგიტიმური იყოს, თუ არ იყოს საქართველოს ხელისუფლება – ეს ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა. ევროპარლამენტარი ან ნებისმიერი უცხოელი პოლიტიკოსი როცა გაბედავს, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას შეურაცხყოფას მიაყენებს და იტყვის, რომ ქართველ ხალხს არავინ ეკითხება, ვინ მოვა ხელისუფლებაში და ამას ჩვენ გადავწყვეტთო, ამის ბრალია ეს ყველაფერი.

მეგობრებო, ეს დრო დამთავრდა. ქართველმა ხალხმა თქვა, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული და ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ევროპული ღირებულება. იგივე ხდება გერმანიაში, საფრანგეთში და ა.შ გერმანულმა და ფრანგულმა საზოგადოებამ უარი უთხრა იმ ულტრალიბერალურ ხელისუფლებებს, რომლებიც უკვე წავიდნენ და ხელისუფლებას ჩამოშორდნენ. ვიცით, რომ გერმანიაში არჩევნებია, საფრანგეთში და ევროპის ქვეყნებში არჩევნები იქნება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მსოფლიო დღის წესრიგში 2025 წელი განმსაზღვრელი იქნება, სადაც ჩვენ, როგორც სუვერენული ქვეყანა უნდა ჩავეწეროთ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor