• January

    15

    2025
  • 113
  • 0
აჩემებული პროტესტი და ცოფის ნთხევა რუსთაველზე

აჩემებული პროტესტი და ცოფის ნთხევა რუსთაველზე

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რითაც სისხლის სამართლის სტანდარტით დადასტურდა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და ზუსტად ასახა საქართველოს მოსახლეობის ნება.

აღნიშნულის ფონზე, რადიკალური ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები დესტრუქციას კვლავ განაგრძობენ. ამავდროულად, ჰიპერაგრესიულები არიან და, ფაქტორბივად, ქვეყნის ანარქიაში ჩაძირვაზე ოცნებობენ.

დღესაც, კვლავ გაუგებარი საფუძვლითა და მიზნით რუსთაველზე იკრიბებიან და ქართველი ერის ნების რევიზიას მოითხოვენ, ეს კი ერთობ შეუძლებელია, რასაც თავადაც აცნობიერებენ და ამიტომ ყველაზე და ყველაფერზე გაბოროტებულები არიან. 

მმართველ გუნდში რადიკალების მოთხოვნას არარეალისტურად და უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ახალი არჩევნები არ იქნება.

,,ქართული ოცნების” დეპუტატი ლევან მაჭავარიანი პროკურატურის განცახდებას ეხმაურება და პოზიტიურად აფასებს.

პროკურატურამაც გამორიცხა, რომ არჩევნებში ერთი ადამიანი თითქოს ხმას აძლევდა სხვადასხვა უბანზე”,- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ოპოზიციის ბრალდება ავტორიტეტულმა დამოუკიდებელმა აუდიტორულმა კომპანიამ სამი ეტაპის აუდიტის ჩატარების შემდეგ გამორიცხა, რაც ასევე არ მოხვდა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში.

„პროკურატურის ეს განცხადება დაემთხვა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს, ერთი ადამიანი რომ თითქოს ხმას აძლევდა სხვადასხვა უბანზე, ეს პროკურატურამაც გამორიცხა. ეს პირველად გამორიცხა იმ ამერიკულმა, ძალიან ავტორიტეტულმა დამოუკიდებელმა აუდიტორულმა კომპანიამ, რომელმაც სამი ეტაპის აუდიტი ჩაატარა და მესამე ეტაპი სწორედ ამას ეხებოდა, რომ სიების დუბლირება გამორიცხული იყო. შემდეგ ეს ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშშიც არ მოხვედრილა, რასაც ოპოზიცია ჩვენ გვაბრალებდა და აპელირებდა, რომ 300 ათასი ხმა გაყალბდა, ხმების დუბლირება ხდებოდა და ერთი ადამიანი სხვადასხვა უბანზე აძლევდა ხმას. ეს ბრალდებები მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული, არც ოპოზიციის, არცერთი აქტორის მხრიდან და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ეუთო/ოდირის ანგარიშში ასახული არ არის“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დაბოლოს, არსებობს ალბათობა, რომ რადიკალებს უსაფუძვლო პროტესტები უიმედო დეპრესიაში გადაეზრდებათ. 

მოამზადა – ირაკლი გიორგაძემ 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor