
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
,,ყველამ უნდა შეიგნოს, რომ პოლიციელი არის ხელშეუხებელი” – ადვოკატი პაატა შავაძე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს მხარდაჭერას უცხადებს
,,ყველამ უნდა შეიგნოს, რომ პოლიციელი არის ხელშეუხებელი”,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადვოკატი პაატა შავაძე წერს და მხარდაჭერას უცხადებს ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.
,,ყველამ უნდა შეიგნოს, რომ პოლიციელი არის ხელშეუხებელი. პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს, სახელმწიფოს სიმტკიცეს და მით უმეტეს, როდესაც საუბარია მაღალი თანამდებობის პირზე, მის მიმართ ასეთი ქმედება არის მიუღებელი, ძალიან მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული. დანარჩენზე სასამართლო იმსჯელებს. მაგრამ ყველაფერი დღესავით ნათელია, ასეთი ქმედება უკიდურესად მიუღებელია, დანაშაულია და სახელმწიფოს ევალება, მიიღოს შესაბამისი ზომები”,-წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ბათუმის პოლიციის უფროსზე თავდასხმის ბრალდებით, სამართალდამცველებმა „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი12 იანვარს დააკავეს.





