• January

    17

    2025
  • 96
  • 0
რუსეთი და ირანი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერენ ხელს

რუსეთი და ირანი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერენ ხელს

რუსეთი და ირანი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერენ ხელს. აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში ირანის პრეზიდენტთან, მასუდ ფეზეშქიანთან შეხვედრისას განაცხადა.

„თქვენს დღევანდელ ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რადგან ჩვენ არა მხოლოდ გვექნება შესაძლებლობა, განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობის ყველა მიმართულება, არამედ ასევე ხელს მოვაწერთ რუსეთსა და ირანს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დიდ საბაზისო შეთანხმებას“, – განაცხადა პუტინმა.

თავის მხრივ, ირანის ლიდერმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულების გაფორმება ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს. ფეზეშქიანის თქმით, მოსკოვისა და თეირანის ურთიერთობებს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველი ხასიათი აქვს.

ირანისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ასევე ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს, მათ შორის ბირთვულ ენერგეტიკაში. ამასთან დაკავშირებით ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და თეირანს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების დასრულება უკვე დღეს შეუძლიათ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor