• January

    20

    2025
  • 148
  • 0
რა ვითარებაა დღეს ისრაელში და რამდენად მყარია ისრაელი-ღაზას სამშვიდობო შეთანხმება ?

რა ვითარებაა დღეს ისრაელში და რამდენად მყარია ისრაელი-ღაზას სამშვიდობო შეთანხმება ?

რა მდგომარეობაა დღეს ისრაელში, როგორ ფასდება მიღწეული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე და რამდენად მყარია ისრაელი-ღაზას სამშვიდობო შეთანხმება ?

,,GEO NEWS” ისრაელის მოქალაქეს მაკა გოგოხიას ექსკლუზიურად ესაუბრა. 

-მიუხედავად სამშვიდობო შეთანხმებისა ისრაელსა და ტერორისტებს შორის ( მე მათ ტერორისტებს ვუწოდებ, რადგან ჩვენთან ჰამასსა და ჰესბოლას პოლიტიკურ ორგანიზაციებად არ აღიქვამენ ) , ისრაელის ეს ნაბიჯი, რაღაცნაირად, თითქოსდა, უკან დახევად აღიქმება. არის ნაწილი ადამიანებისა, ვისაც ეს გადაწყვეტილება არ მოსწონს, თუმცა არიან ადამიანებიც, ვისთვისაც ამგვარი ზავი მისაღებია.

როგორია პრემიერ-მინისტრის ნეთანიაჰუს შეფასება ისრაელის ამომრჩევლებს შორის და ზოგადად, როგორია მისი პოლიტიკური წონა დღეს ?

რაც შეეხება ნეთანიაჰუს საკითხს, როგორც იცით, ჰააგის სასამართლოს მიერ დაკავების ორდერი იქნა გაცემული. ასევე დღე არ გასულა, რომ არ ყოფილიყო პროტესტები ისრაელში. პროტესტანტების მთავარი მოთხოვნა ყოველთვის ტყვეების დაბრუნების საკითხი იყო. გარდა ამისა, საგულისხმოა, ზოგადად პოლიტიკური თემა –  ჩვენს სამეზობლოში ისრაელის მიმართ ყველა ქვეყანა მტრულადაა განწყობილი, თვით ისეთი ქვეყანაც კი, როგორიც თურქეთია, რომელიც განსაკუთრებული მტრული რიტორიკით არ გამოირჩეოდა. დღეს კი, 7 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ, ისრაელის მიმართ აშკარად აგრესიული გახდა და კონკრეტული მძიმე ნაბიჯებიც გადადგა. ისრაელში თურქული პროდუქტი აღარ შემოდის და პრეზიდენტი ერდოღანი ერთობ აგრესიული რიტორიკითაა განმსჭვალული. და, რა თქმა უნდა, იემენი, სირია და ლიბანი ისრაელის მიმართ სამხედრო აგრესიას აშკარად ავლენენ.

უფრო დეტალურად, რომ გვითხრათ კონკრეტულად რას მოიცავს შეთანხმება ჰამასთან, რომელსაც დიდი მხარდამჭერები ჰყავს მსოფლიოში ?

შეთანხმების შემდეგ, ებრაელი ტყვეები 40 დღის განმავლობაში უნდა გათავისუფლდნენ, რის სანაცვლოდაც, ისრაელის ციხეები უზარმაზარი რაოდენობის ჰეზბოლას მებრძოლებმა უნდა დატოვონ, რაც ისრაელში მძიმე ასოციაციებს იწვევს, რადგანაც ადრეც ამდაგვარად ცვლიდნენ ჰამასის მხარდამჭერებს და შემდეგ ისინი ჰამასის ლიდერები ხდებოდნენ. სწორედ ეს არ მოსწონს ებრაულ საზოგადოებას, რადგან ჰამასის ხელში დაახლოებით 40 ადამიანია დარჩენილი, ისრაელმა კი, სანაცვლოდ 3000-ზე მეტი მხარდამჭერი უნდა გაათავისუფლოს, რაც აშკარა უკმაყოფილებას იწვევს.

რაც შეეხება ღაზაში შემდგომი, ასე ვთქვათ, კონტროლის საკითხს  – როგორ იქნება გადაწყვეტილი იგივე ლოკალური უსაფრთხოების საკითხები, თუ როგორ ჩაეწერება ღაზას საკითხი მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურაში, აი, ამაზე საჯარო საუბრები არ არის. და არც ის განიხილება, თუ რა ტიპის ადმინისტრირება შესაძლოა იყოს, სამხედრო, სამოქალაქო თუ შერეული ?!

ყველა ელოდება რაღაც ახალს, ყველა იმედითაა განწყობილი ტრამპის ინაუგურაციის პროცესისადმი და იმის მოლოდინი ნამდვილად არსებობს, რომ ისრაელის ინტერესები მისი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან დაცული იქნება.

სავარაუდოდ, ღაზაში რაღაც ტიპის დასავლური ადმინისტრაცია და შერეული კონტიგენტი  განთავსდება, მაგრამ ამაზე საჯაროდ ჯერ-ჯერობით არავინ საუბრობს. დიახ, ამ ეტაპზე ამ მიმართულებით სიახლე არ არსებობს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ისრაელი, ღაზაში ისეთი ქვეყნების კოალიციურ სამხედრო მმართველობას, როგორიცაა არაბთა ლიგის ქვეყნები – თურქეთი და მისი მსგავსი, არ დაუშვებს, რადგან, როგორც ჯერ კიდევ ამ ომის დასაწყისში ითქვა, რომ მომხდარი აღარ გამეორდება და ჰამასი აღიგვება პირისაგან მიწისა.

ირაკლი კერესელიძე

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor