• January

    20

    2025
  • 80
  • 0
წარმატებული თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება

წარმატებული თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით დღეს თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საქართველოს პარლამენტის, თბილისის მერიისა და საკრებულოს, სპორტული უწყებების, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, თბილისელი სპორტსმენები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

„წარმატებულ თბილისელ სპორტსმენებს, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორებს, ოლიმპიური/პარალიმპიური თამაშების პრიზიორებს და ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამარჯვებულ გუნდებს, თბილისის მერიის სახელით, ფულადი ჯილდოები და სიმბოლური პრიზები გადაეცემათ.

ღონისძიებაზე დაჯილდოვდება 185 თბილისელი სპორტსმენი. ასევე, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდება ქალთა ხუთი და ამპუტანტთა ფეხბურთის ერთი გუნდი. გარდა ამისა, გამოვლინდება ხუთ ნომინაციაში გამარჯვებული: წლის ყველაზე წარმატებული სპორტსმენი, წლის საუკეთესო პარასპორტსმენი მამაკაცი, წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი, წლის საუკეთესო სპორტსმენი მამაკაცი, წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი.

გამარჯვებულები გამოვლინდნენ სპორტულ ჟურნალისტებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად.

2024 წელს სპორტული მიღწევებისთვის დაჯილდოებული სპორტსმენებისთვის გამოყოფილი ჯამური თანხა შეადგენს ერთ მლნ ლარს. პროგრამა 2018 წლიდან ფუნქციონირებს, რომლის ფარგლებში, უკვე დაჯილდოვდა 1 000-ზე მეტი სპორტსმენი“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor