• January

    21

    2025
  • 80
  • 0
გია ვოლსკი – ზურაბიშვილის ჩათვლით, „ნაცები“ და მათი დანამატები ერთგულ ტრამპისტებად ასაღებენ თავს, მოვითხოვოთ, დაგმონ ტრამპის რუსეთის პროექტად მოხსენიება

გია ვოლსკი – ზურაბიშვილის ჩათვლით, „ნაცები“ და მათი დანამატები ერთგულ ტრამპისტებად ასაღებენ თავს, მოვითხოვოთ, დაგმონ ტრამპის რუსეთის პროექტად მოხსენიება

ეს რა ღრიანცელი აქვთ ატეხილი და თავს ერთგულ ტრამპისტებად ასაღებენ, გინდ „ნაცები“ და გინდ მათი დანამატები, ზურაბიშვილის ჩათვლით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს, რომ ოპოზიციამ ცალსახად დაგმოს მათ მიერვე სულ ახლახან, დონალდ ტრამპის, როგორც რუსეთის პროექტის მოხსენიება და მისი პირადი შეურაცხყოფა.

„ეს რა ღრიანცელი აქვთ ატეხილი და თავს ერთგულ ტრამპისტებად ასაღებენ, გინდა „ნაცები“ და გინდაც მათი დანამატები, ზურაბიშვილის ჩათვლით. მოდი ერთი, მოვითხოვოთ ყველასგან, ხმამაღლა და ცალსახად დაგმონ მათ მიერვე, სულ ახლახან, ტრამპის, როგორც რუსეთის პროექტის მოხსენიება და არჩევნების შედეგებზე რუსეთის გავლენის შესახებ გაკეთებული განცხადებები, პირადი შეურაცხყოფა!“ – წერს გია ვოლსკი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor