• September

    22

    2026
  • 49
  • 0
ექსკლუზივი : ,,ჩრდილი გისოსებს მიღმა” ანუ გეგმავდა თუ არა მდინარაძე ღარიბაშვილის ლიკვიდაციას ციხეში ?

ექსკლუზივი : ,,ჩრდილი გისოსებს მიღმა” ანუ გეგმავდა თუ არა მდინარაძე ღარიბაშვილის ლიკვიდაციას ციხეში ?

,,GEO NEWS”-ის ექსკლუზივი

სარედაქციო გაფრთხილება :

წინამდებარე მასალა წარმოადგენს კონფიდენციალური წყაროს მიერ მოწოდებულ საგანგაშო ცნობებს, რომელთა დროული და სრული გადამოწმება რედაქციის შესაძლებლობებს ფართოდ აღემატება.

ამ მასალაში მოყვანილი ცნობები ემყარება ანონიმური წყაროს მიერ „GEO NEWS“-ისთვის მიწოდებულ ვერსიას და არ წარმოადგენს დადგენილ ფაქტებს, რეალურ ჟურნალისტურ გამოძიებას ან სინამდვილეში მომხდარი მოვლენების დადასტურებულ აღწერას.

ამ პუბლიკაციის გასაჯაროვება ერთადერთი მიზნით გადავწყვიტეთ, რომ თუ მასში აღწერილი ამბების რეალობასთან კვეთა ნამდვილია, მაშინ ირაკლი ღარიბაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია და ჩვენ გვაქვს პროფესიული ვალდებულება ამას წინ აღვუდგეთ.

ანონიმური ძალოვანი წყარო :

„GEO NEWS“-მა მკაცრი კონფიდენციალურობის პირობით მიიღო ინფორმაცია ძალოვანი წყაროსგან, რომელიც უშუალოდ ადევნებდა თვალს რუსთავის № 12-ე დაწესებულებაში განვითარებულ მოვლენებს.

წყაროს მტკიცებით, 2026 წლის აგვისტოში, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო ვითარება კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. ღარიბაშვილი ფლობდა მონაცემებს, რომლებიც უმაღლესი პოლიტიკური ეშელონების უსაფრთხოებას პირდაპირ ემუქრებოდა :

სახელები, თარიღები, ფარული შეხვედრები და სატელეფონო ჩანაწერები, რომელიც მისთვის ერთგვარი გარანტიაა, მათ შორის ოჯახის უსაფრთხოების.

მთავარი სამიზნე იყო კონფიდენციალური წერილი – აღსარება, რომელსაც ღარიბაშვილი ნაწილ-ნაწილ ამზადებდა და თითოეულ სიტყვას წონიდა „მმართველი გუნდის“ დამფუძნებლისა და ,,ქართული ოცნების” საპატიო თავჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის.

ძალაუფლების ბალანსი :

წყაროს ცნობით, ღარიბაშვილის პოზიცია განსაკუთრებით დამძიმდა მას შემდეგ, რაც მოქმედ პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძით ჩანაცვლდა.

ღარიბაშვილს აღმასრულებელი ძალაუფლება აღარ ჰქონდა. კობახიძის ხელში იყო სახელმწიფო აპარატი, საპარლამენტო უმრავლესობა და ვერტიკალური კონტროლი.

წყარო ხაზგასმით აღნიშნავს : კობახიძის მყარი პოზიცია ინსტიტუტებში ღარიბაშვილის ყოველგვარ მცდელობას, პირდაპირი არხით დაკავშირებოდა ივანიშვილს, ორმაგად საფრთხის შემცველს ხდიდა მმართველი ჯგუფის შიდა სტაბილურობისთვის.

ამ ფონზე, მამუკა მდინარაძე მოქმედებდა სწრაფად. მისი ამოცანა იყო, წერილს ადრესატამდე არ მიეღწია.

ოპერაცია „ექიმი“ :

„GEO NEWS“-ისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, რუსთავის ციხის დირექტორი ზურა მოდებაძე მოულოდნელი ფაქტის წინაშე დადგა.

ღარიბაშვილის ბლოკში სამედიცინო შემოწმების საბაბით დაინიშნა ახალი სპეციალისტი, რომლის ვინაობა და დაშვების ბრძანება იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის ოფიციალურ ბაზაში არ ფიქსირდებოდა.

დოკუმენტზე იყო ბეჭედი, მაგრამ აკლდა რეგისტრაციის უნიკალური ნომერი. როდესაც მოდებაძემ განმარტება მოითხოვა, პასუხი იყო მოკლე :

,,საკითხი შეთანხმებულია ზემოთ“.

წყარო ადასტურებს :

ზურა მოდებაძემ გააცნობიერა, რომ ციხის ტერიტორიაზე შედიოდა პირი, რომელსაც ოფიციალური უწყებები ფორმალურად არ აკონტროლებდნენ.

ულტიმატუმი

პირად ინტერესზე მზრუნველმა მოდებაძემ უარი თქვა უცნობი პერსონალის დაშვებაზე შესაბამისი წერილობითი ბრძანების გარეშე.

წყაროს თქმით, რამდენიმე საათში დირექტორის კაბინეტში განხორციელდა სატელეფონო ზარი, რომელიც სავარაუდოდ იმ პირისგან იყო, ვინც ზურა მოდებაძემ 2004 წელს პირადად გაიცნო ორთაჭალის ციხეში, სადაც ე.წ. დეპეენკის თანაშემწე იყო, ხოლო მამუკა მდინარაძე ბრალდებული, რომელსაც ქრთამის აღებას ედავებოდნენ. შესაბამისად, ორთაჭალის ციხეში დაწყებული ნაცნობობა შემდგომში საქმიან კომუნიკაციაში გადაიზარდა, რის შედეგადაც მამუკა მდინარაძემ ზურა მოდებაძეს არსებული მდგომარეობის ზემდგომებისთვის მოხსენებაზე უარი ათქმევინა, თუმცა მისი საკუთარი უსაფრთხოების ინტერესის გათვალისწინებით და ციხეში ფარული მკვლელობის თავიდან აცილების მიზნით, მოდებაძემ მოითხოვა უკვე გაშიფრული მედიკოსი დაწესებულებიდან ჩამოცილებული ყოფილიყო. 

გზავნილი

წყაროს მონაცემებით, იმავე ღამეს ღარიბაშვილმა დაასრულა მუშაობა დოკუმენტზე. ტექსტი არ შეიცავდა თხოვნას. ეს იყო სისტემის შიდა მექანიზმების, ფინანსური ნაკადებისა და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის დეტალური აღწერა.

ბოლო რამდენიმე აბზაცი პირდაპირ პრემიერ კობახიძისა და მმართველი ჯგუფის მიერ ძალაუფლების გადანაწილებას ეხებოდა :

როგორც ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, როდესაც აღმასრულებელი ძალაუფლება ერთი ჯგუფის ხელში კონცენტრირდება, დუმილი გარანტია აღარ არის. თქვენ იცით, როგორ მუშაობს ეს სისტემა.

წერილი მოათავსეს საიდუმლო კონვერტში.

გაჟონვა :

მეორე დილით ექიმი ობიექტზე არ გამოჩენილა. თუმცა, „GEO NEWS“-ის წყარო ადასტურებს მთავარ ფაქტს :

2026 წლის აგვისტოს მეორე ნახევარში ირაკლი ღარიბაშვილის წერილმა რუსთავის № 12 დაწესებულების პერიმეტრი დატოვა ისეთი პირის საშუალებით, რომელიც საკუთარი სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩხრეკვის გარეშე გადაადგილდება.

შემდეგ დოკუმენტი გადაეცა შუამავალს, რომელსაც ის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში უნდა მიეტანა.

დღეს გამოქვეყნებული წერილი :

დღეს, გვიან საღამოს, „GEO NEWS“ გაეცნო ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს – წყაროს ცნობით, სწორედ ბოლო ორი წერილის გამოქვეყნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს გაუჩნდა ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრის სურვილი.

წყარო ადასტურებს :

ივანიშვილი აპირებს ღარიბაშვილს პირადად დაუსვას ორი კითხვა :

1. ვინ და რას აიძულებდა მას მისი ( ივანიშვილის ) სახელით ?

2. რამდენად რეალურია ის ინფორმაცია, რაც ღარიბაშვილმა წერილებში აღწერა ?

წყაროს მტკიცებით, ივანიშვილის ამ გადაწყვეტილებამ მმართველ გუნდში პანიკა გამოიწვია.

მდინარაძის რეაქცია :

წყარო ცალსახად ადასტურებს :

ინფორმაციამ, რომ ივანიშვილს ღარიბაშვილთან საუბარი სურს, ყველაზე მძიმედ მამუკა მდინარაძეზე იმოქმედა.

მდინარაძე იყო პირველი მომლაპარაკებელი და იძულების განმახორციელებელი ღარიბაშვილზე. სწორედ ის ცდილობდა, ღარიბაშვილისთვის წერილის დაწერაზე ზეწოლა მოეხდინა, შემდეგ კი – მისი გზავნილის ჩახშობა.

წყაროს ცნობით, მდინარაძემ ივანიშვილის გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პრემიერთან სასწრაფო შეხვედრა მოითხოვა.

მისი მთავარი კითხვა იყო : „რა იცის ღარიბაშვილმა და რამდენად შეიძლება მისი გზავნილი ივანიშვილამდე მივიდეს ჩვენი კონტროლის გარეშე ?“

ფინალი :

„GEO NEWS“-ის წყაროს ცნობით, წერილი უკვე ადრესატის ხელშია. ივანიშვილის ღარიბაშვილთან საუბრის სურვილმა მმართველ გუნდში პანიკა გამოიწვია.

კობახიძის მთავრობასა და პარლამენტში საკადრო და პოლიტიკური გადაჯგუფებების ახალი ტალღა სწორედ ამ დოკუმენტის შინაარსზეა დამოკიდებული.

მდინარაძე კი პირველია იმ სიაში, ვინც ივანიშვილის კითხვებზე პასუხის გაცემას ვერ აიცილებს.

( გაგრძელება იქნება )

,,GEO NEWS”

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor