• January

    23

    2025
  • 95
  • 0
ილია მეორე დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს – განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი მისწრაფება, დაიცვათ ტრადიციული ღირებულებები და არ დაიშუროთ ძალისხმევა მშვიდობისთვის

ილია მეორე დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს – განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი მისწრაფება, დაიცვათ ტრადიციული ღირებულებები და არ დაიშუროთ ძალისხმევა მშვიდობისთვის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

როგორც პატრიარქი მისალოც წერილში აღნიშნავს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტრამპის მისწრაფება, დაიცვას ტრადიციული ღირებულებები და არ დაიშუროს ძალისხმევა დედამიწაზე მშვიდობისთვის.

„ბატონო პრეზიდენტო, გულითადად გილოცავთ ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტად არჩევას.

ძალიან დიდია თქვენდამი ხალხის მოლოდინი არა მარტო ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში. მართალია, საინაუგურაციო გამოსვლაში მთავარი აქცენტი თქვენ თქვენი ქვეყნის გაძლიერებაზე გააკეთეთ, მაგრამ ყველა იმედოვნებს, რომ დასახული მიზნების წარმატებით განხორციელება ზოგადადაც სასიკეთო ცვლილებებს მოიტანს და დაძლევს არაერთ სერიოზულ გამოწვევას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი მისწრაფება, დაიცვათ ქრისტიანულ ცნობიერებაზე დაფუძნებული საერთო-საკაცობრიო ტრადიციული ღირებულებები და არ დაიშუროთ ძალისხმევა დედამიწაზე მშვიდობისთვის.

ყოველი ხელმწიფება უფლისგან არის, მაგრამ ბედნიერია ის ერი და ის ხელისუფალი, ვინც თავის მსახურებას ღმერთს უკავშირებს. „ნეტარ არს კაცი, ვინც უფალზე ამყარებს იმედს“ (ფს. 39:5).

ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ, თქვენი ოჯახი და თქვენი ადმინისტრაცია. ღმერთმა დალოცოს ამერიკა და მთელი მსოფლიო.

ღრმა პატივისცემით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II“, – აღნიშნულია პატრიარქის მისალოც წერილში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor