• October

    8

    2023
  • 116
  • 0
ირაკლი ბერაია : ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის სულისკვეთება იგრძნობა, არის მხარდაჭერის მზარდი მნიშვნელობა, ყველა ჩვენი პარტნიორი ამბობს, რომ საქართველოს ადგილი არის ნატო-ში

ირაკლი ბერაია : ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის სულისკვეთება იგრძნობა, არის მხარდაჭერის მზარდი მნიშვნელობა, ყველა ჩვენი პარტნიორი ამბობს, რომ საქართველოს ადგილი არის ნატო-ში

ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის სულისკვეთება იგრძნობა, არის მხარდაჭერის მზარდი მნიშვნელობა, ყველა ჩვენი პარტნიორი ამბობს, რომ საქართველოს ადგილი არის ნატო-ში და საქართველო, როგორც ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების ღირებული პარტნიორი, მათ დღის წესრიგში იკავებს ძალიან მნიშვნელოვან ადგილს, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

ბერაიას თქმით, კოპენჰაგენის 68-ე სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა როგორც საქართველოს, ასევე, მთლიანობაში, რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და იმ მზარდ საფრთხეებზე, რასაც ადგილი აქვს საოკუპაციო ძალის მხრიდან.

„ჩვენს პარტნიორებს ვესაუბრეთ რეგიონში ალიანსის ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზე, საჭიროებაზე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებული ყურადღების დათმობაზე და, უპირველ ყოვლისა, ჩვენი საუბრის მთავარი თემა არის საქართველოს ალიანსში გაწევრების საჭიროება, მნიშვნელობა და ამ კუთხით პოლიტიკური გადაწყვეტილების დაჩქარების საჭიროება. ჩვენი ქვეყანა სრულად აკმაყოფილებს ალიანსში გაწევრიანების კრიტერიუმებს, აქვს არა მარტო სურვილი, არამედ შესაძლებლობაც და გამოცდილებაც, წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში“, – განაცხადა ბერაიამ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor