
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ისრაელის უსაფრთხოების შტაბმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ქვეყანა ომის მდგომარეობაშია
ისრაელის უსაფრთხოების შტაბი ოფიციალურად ადასტურებს, რომ ისრაელი ომის მდგომარეობაშია და მას შეუძლია “მნიშვნელოვანი სამხედრო აქტივობების” გატარება. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხრეთ ისრაელში ჰამასის მებრძოლების შეჭრის მერე მალევე გამოაცხადა, რომ ქვეყანა ომის მდგომარეობაშია.
ისრაელის უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილება ნეთანიაჰუს განცხადებას იურიდიულ საფუძველსაც აძლევს.





