• January

    24

    2025
  • 85
  • 0
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ ალექსანდრე წულაძესთან ერთად, ზესტაფონის სრულად რეაბილიტირებული მე-4 საჯარო სკოლა დაათვალიერა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ ალექსანდრე წულაძესთან ერთად, ზესტაფონის სრულად რეაბილიტირებული მე-4 საჯარო სკოლა დაათვალიერა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ ალექსანდრე წულაძესთან ერთად, ზესტაფონის სრულად რეაბილიტირებული მე-4 საჯარო სკოლა დაათვალიერა.

მთავრობის მეთაური განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

სკოლა 1000-ზე მეტ მოსწავლეზეა გათვლილი.

მთავრობის მეთაურმა სკოლის დირექტორს, პედაგოგებსა და მოსწავლეებს პროექტის წარმატებით განხორციელება მიულოცა და აღნიშნა, რომ სკოლების რეაბილიტაციის პროგრამა გაგრძელდება.

„სკოლების რეაბილიტაცია ხელს უწყობს სწავლების გაუმჯობესებასაც. ჩვენ გვაქვს კონკრეტული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს დამატებით ასობით სკოლის სრულ ან ნაწილობრივ რეაბილიტაციას, ახალი სკოლების მშენებლობას. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი საქართველოს მთავრობისთვის და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სკოლაში, სასწავლო სივრცეების პარალელურად, მოეწყო საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული და სააქტო დარბაზები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, რესურსოთახი, ასევე – სპორტული მოედანი.

შენობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა. პროექტის ღირებულებამ 6 227 659 ლარი შეადგინა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor