• October

    8

    2023
  • 100
  • 0
დორონ შპილმანი : ისრაელი „ყველაფერს გააკეთებს“ ღაზადან მძევლების დასაბრუნებლად

დორონ შპილმანი : ისრაელი „ყველაფერს გააკეთებს“ ღაზადან მძევლების დასაბრუნებლად

ისრაელი მძევლების გასათავისუფლებლად და დასაბრუნებლად „ყველაფერს გააკეთებს“. ამის შესახებ CNN-ს ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დორონ შპილმანმა განუცხადა.

შპილმანის თქმით, მძევლებს შორის, არიან კაცები, ქალები, ბავშვები და მოხუცები, რომლებიც ღაზაში ჰყავთ.

„რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, სანამ არ გამოვიყენებთ ყველა შესაძლო საშუალებას [მათი დაბრუნებისთვის]. ჩვენ არ დავტოვებთ არცერთ ადამიანს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს მოხდეს“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, ისრაელის ძალები „ცდილობენ „ჰამასის“ ინფრასტრუქტურის რაც შეიძლება ეფექტურად აღმოფხვრას“.

მისივე თქმით, “ჰამასის” შაბათის თავდასხმა ისრაელის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელია.

”ეს არის ყველაზე გამანადგურებელი თავდასხმა ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში, ბოლო 75 წლის განმავლობაში, სახელმწიფოს შექმნის დღიდან”, – დასძინა მან.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor