• January

    28

    2025
  • 82
  • 0
პაველ ჰერჩინსკი – გაგრძელდება დისკუსია წევრ სახელმწიფოებთან პერსონალური სანქციების შესახებ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არის ერთსულოვნება

პაველ ჰერჩინსკი – გაგრძელდება დისკუსია წევრ სახელმწიფოებთან პერსონალური სანქციების შესახებ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არის ერთსულოვნება

გაგრძელდება დისკუსია წევრ სახელმწიფოებთან პერსონალური სანქციების შესახებ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არის ერთსულოვნება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინკსიმ განაცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, მუშაობა გაგრძელდება ერთსულოვნების მიღწევაზე.

„ორშაბათს ჩვენ გადავწყვიტეთ, რეკომენდაცია გაგვეცა წევრი ქვეყნებისთვის, რათა შემოიღონ სავიზო შეზღუდვები დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის. ჩვენ უკვე განვიხილეთ ჩვენს წევრ სახელმწიფოებთან პერსონალური სანქციების შემოღების შესაძლებლობა იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობაზე, დაშინებასა და საქართველოში კანონის, წესრიგის დარღვევაზე. ასევე, გვაქვს ძალის დისკრიმინაციულად გამოყენება, სასამართლო სისტემისადმი ნდობის შესუსტება. გაოგნებული ვარ ბათუმელი მზია ამაღლობელის შიმშილობით. უკვე 16 დღეა, წინასწარ პატიმრობაშია სისხლის სამართლის ბრალდებით შუახნის ქალი, რომელსაც ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა. ყველამ ტელევიზიით ვნახეთ სასტიკი ცემა, ვგულისხმობ ნიღბიანი მამაკაცების მიერ ქალების ცემას, არავის ბრალი არ წაყენებია, ეს უპრეცედენტოა. სწორედ ამიტომ გაგრძელდება დისკუსია წევრ სახელმწიფოებთან სანქციების შესახებ. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არის ერთსულოვნება. არიან წევრი სახელმწიფოები, რომლებსაც არ სურთ, ერთსულოვნებას შეუერთდნენ. ევროკავშირის ხელმძღვანელობის თავდადებით, ჩვენ დავბრუნდებით და ვიმუშავებთ ერთსულოვნების მიღწევაზე, რაც აუცილებელია ევროკავშირის მიერ სანქციების შემოსაღებად“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ჟურნალისტის კითხვაზე, დიპლომატიური პასპორტების შეჩერების შემდეგ იქნება თუ არა პერსონალური სანქციები, ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ სხვა ორგანიზაციების გადაწყვეტილებაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

„ეს გადაწყვეტილება ხვალ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე იქნება მიღებული. არ მინდა, სხვა ორგანიზაციების გადაწყვეტილებებზე კომენტარის გაკეთება“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor