• January

    28

    2025
  • 78
  • 0
დონალდ ტრამპი – „რკინის გუმბათის“ მშენებლობა დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ

დონალდ ტრამპი – „რკინის გუმბათის“ მშენებლობა დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ

„რკინის გუმბათის“ მშენებლობა დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპის თქმით, აშშ-ში „რკინის გუმბათის“ მშენებლობის დაწყების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა და აღნიშნა, რომ პიტ ჰეგსეტი შესანიშნავი თავდაცვის მდივანი იქნება.

„პიტ ჰეგსეტი შესანიშნავი იქნება. მას ძალიან კარგად ვიცნობ და ის შესანიშნავი იქნება. პიტ ჰეგსეტი არის ის, ვინც ჩვენ გვჭირდება, რათა დაუყოვნებლივ დავიწყოთ „რკინის გუმბათის“, თავდაცვის ფარის მშენებლობა, რომელიც ამერიკელებს დაიცავს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისივე თქმით, მსგავსი თავდაცვის სისტემით აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რონალდ რეიგანიც იყო დაინტერესებული, თუმცა მაშინ „აშშ-ს ასეთი ტექნოლოგია არ ჰქონდა“.

„ჩვენ ახლა ფენომენალური ტექნოლოგია გვაქვს. ამას ისრაელის მაგალითით ხედავთ. ვფიქრობ, აშშ-ის ამის უფლება აქვს და ყველაფერი 100%-ით აშშ-ში დამზადდება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor