• January

    28

    2025
  • 216
  • 0
პაველ ჰერჩინსკის მუქარა და ხელისუფლების პასუხი

პაველ ჰერჩინსკის მუქარა და ხელისუფლების პასუხი

პაველ ჰერჩინსკი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, აცხადებს, რომ ევროკავშირში წევრ სახელმწიფოებთან საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების პერსონალური სანქციების დაწესების საკითხზე დისკუსიები გრძელდება, თუმცა, როგორც ელჩი აღნიშნავს, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა ერთსულოვნება ამ საკითხზე.

ჰერჩინსკი ამბობს, რომ განიხილება სხვადასხვა ვარიანტი, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება კონკრეტული პასპორტების მფლობელებისთვის, ასევე სანქციების დაწესება იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევებზე.

ელჩი იქვე აღნიშნავს, რომ სანქციების დაწესება საკმაოდ რთული პროცესია, რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის საჭირო იქნება ერთსულოვანი გადაწყვეტილების მიღება.

ამასთან, პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ ბოლო დისკუსიების შედეგად, ევროკავშირის ქვეყნები მიიღებენ საერთო პოზიციას და მხარს დაუჭერენ სანქციების დაწესებას მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევებზე.

რასაკვირველია, ელჩის გამოსვლაში პირდაპირ მუქარა იკვეთება, რაც დაუშვებელია.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამ სანქციებს ,,ანტიქართული” უწოდა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად შეაფასა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებები არაპრაგმატული და ანტიქართული იყო.

რა თქმა უნდა, აგენტურული ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ამ სანქციებს მიესალმნენ, როგორც ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერის ნაბიჯებს, ასე შეფუთეს ეს.

მათი აზრით, ეს ნაბიჯები ხელს შეუწყობს საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობის გაზრდას და დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას.

ცხადია, ისინი სანქციებს მიესალმებოდნენ, რადგან საქართველოს მტრები არიან და ეს ყველამ კარგად უწყის. 

გასაკვირია, რომ ევროკავშირის მიეკრძოებაზე, არა მარტო ჩვენ, არამედ თვით აშშ-ს პრეზიდენტიც კი საუბრობს. 

საქართველოს ხელისუფლება სუვურენიტეტის პოლიტიკას მყარად იცავდა და იცავს, რასაც მაგვარი შანტაჟი ხელს ვერ შეუშლის და კურსს ვერ შეაცვლევინებს. 

გიული ირემაძე

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor