• October

    8

    2023
  • 107
  • 0
ირაკლი ბერაია – ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ორ რეზოლუციას დაემატება მესამე რეზოლუცია, რომელშიც კიდევ ერთხელ იქნება მკაფიოდ გამოხატული ჩვენი ქვეყნის მიმართ მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა

ირაკლი ბერაია – ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ორ რეზოლუციას დაემატება მესამე რეზოლუცია, რომელშიც კიდევ ერთხელ იქნება მკაფიოდ გამოხატული ჩვენი ქვეყნის მიმართ მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების ფორმატში იქნა განხილული არაერთი ანგარიში და რეზოლუციის პროექტი, რომლებიც დაამტკიცეს კომიტეტებმა, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ კოპენჰაგენში განაცხადა.

„მოხსენიებული არის ჩვენი ქვეყნის მიმართ მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა, როგორც ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ნატო-ში ინტეგრაციის და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისა და მედეგობის განმტკიცების კუთხით ორ რეზოლუციაში, რაც მნიშვნელოვანია და იმის გამოვლინებაა, რომ საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგში საქართველო იკავებს უმნიშვნელოვანეს ადგილს. რეზოლუციაში, რომელიც ასევე ეხებოდა ალიანსის თავდაცვას და შეკავებას და იყო შედარებით ზოგადი სხვა რეზოლუციებისგან განსხვავებით, ჩვენი დელეგაციის ინიციატივით იყო შეთავაზებული ცვლილება, სადაც იქნა შეთავაზებული ცვლილება, ვითხოვეთ დაკონკრეტება, ნატო-ს ასპირანტი სახელმწიფოების თვალსაზრისით ყოფილიყო საქართველო დაკონკრეტებული და ასევე ყოფილიყო ხაზგასმული ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების, ისევე როგორც საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის პაკეტის განხორციელებაში, რა თქმა უნდა, ალიანსის წევრი სახელმწიფოების მიმართ მხარდაჭერა. ვინც იყო ავტორი ამ რეზოლუციის, თურქეთის წარმომადგენელი, ჩვენი არგუმენტები და ჩვენი შენიშვნა იქნა გათვალისწინებული და საპარლამენტო ასამბლეის ორ რეზოლუციას ასევე დაემატება მესამე რეზოლუცია, რომელშიც კიდევ ერთხელ იქნება მკაფიოდ გამოხატული ჩვენი ქვეყნის მიმართ მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა“, – განაცხადა ბერაიამ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor