• October

    8

    2023
  • 502
  • 0
ალექსანდრე ასათიანის პოეტური კრებულის – ,, მამული მარად” პრეზენტაცია გაიმართა 

ალექსანდრე ასათიანის პოეტური კრებულის – ,, მამული მარად” პრეზენტაცია გაიმართა 

ორიოდე დღის წინ,  კიკვიძის პარკში მდებარე საჯარო ბიბლიოთეკაში პოეტის,  ალექსანდრე ასათიანის პოეტური კრებულის – ,, მამული მარად” პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნის პრეზენტაციას ნიჭიერი და არაჩვეულებრივი პოეტის, ალექსანდრე ასათიანის უახლოესი მეგობრები : ერეკლე საღლიანი, ლანა ბიბილურიძე, ბაღათერ არაბული და სხვანი ესწრებოდნენ.

პრეზენტაციამ ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე მეგობრულ, მხიარულ, წყნარ და მშვიდ გარემოში ჩაიარა.

საღამო სასიამოვნო ფურშეტით დასრულდა.

,, Geo News ” ალექსანდრე ასათიანის რამდენიმე ლექსს აქვეყნებს :

არც დაუყეფავს ძაღლს!

შემოგვიძარცვეს მამული, გატყევებულა გზა,

აღარ ჭრიალებს ურემი, არ იკონება ძნა,

გაუბედურდა ქვეყანა, ძმას აღარ ინდობს ძმა,

ვბრაზობ, გავყვირი ბედშავი, თუმც არსაიდან ხსნა,

გამოუკეტავთ ოდები, აღარავინ წმენდს ღარს,

სად გუშინ ჩანდა ბოსტანი, დღეს ნარ-ეკალი ჭამს,

აღარ რეცხავენ საწნახელს, კასრიც ეზოში ჩანს,

დაობებულა ჭის თავი, ქვა დაუფარავს ხავსს,

ჩამოვიარე ორღობე, არც დაუყეფავს ძაღლს!…

რა ვიცოდი ?…

ვუძღვნი ქ. ხომერიკს

დილის ქარი ვარდს ფურცლებზე ეამბორა,

დილის ცვარსაც დაუცვარავს ნუშის ტოტი,

თვალი ვკიდე, მზის სადარი ქალი ჩანდა,

რა ვიცოდი, თუ რომ იყო ანგელოზი.

მოხდა ისე, რომ ლანდივით ჩამიარა,

თავს შევძახე, ხომ არ ჩარჩი მიწყივ დროში,

ქალი იყო ?…არა – უფრო საოცრება,

ქალი იყო ?…არა – უფრო ანგელოზი.

,, Geo News “ ალექსანდრე ასათიანს ულოცავს ახალი წიგნის პრეზენტაციას და წარმატებებს უსურვებს!

 

ფოტოკოლაჟი :

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor