• January

    30

    2025
  • 96
  • 0
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აქტს, რაც ფედერალურ მთავრობას ავალდებულებს, დააკავოს არალეგალი მიგრანტი, რომელიც ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში, მაშინაც კი, თუ ჯერ ბრალი არ აქვს წაყენებული

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აქტს, რაც ფედერალურ მთავრობას ავალდებულებს, დააკავოს არალეგალი მიგრანტი, რომელიც ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში, მაშინაც კი, თუ ჯერ ბრალი არ აქვს წაყენებული

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ლეიკენ რაილის აქტს, რომელიც 2024 წლის 22 თებერვალს ვენესუელელმა მიგრანტმა მოკლა. აქტი ფედერალურ მთავრობას ავალდებულებს, დააკავოს არალეგალურად მცხოვრები მიგრანტები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან დანაშაულის ჩადენაში, მაშინაც კი, თუ მათ ბრალი არ აქვთ ჯერ წაყენებული.

„ჩემ მიერ ხელმოწერილი კანონის თანახმად, შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტს მოეთხოვება, დააკავოს ყველა არალეგალი უცხოელი, რომელიც ბრალდებულია ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის, პოლიციელზე თავდასხმის, მკვლელობის ან ნებისმიერი დანაშაულისთვის, რაც იწვევს სიკვდილს ან სერიოზულ ზიანს. გარდა ამისა, პირველად ისტორიაში, ეს აქტი შტატების მთავრობებს აძლევს უფლებას, უჩივლონ ფედერალურ მთავრობას დაუყოვნებელი აღმკვეთი ზომების მისაღებად, თუ რომელიმე მომავალი ადმინისტრაცია ოდესმე კვლავ უარს იტყვის აშშ-ის იმიგრაციის კანონების აღსრულებაზე, როგორც ეს ოთხი წლის განმავლობაში ხდებოდა“, – თქვა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 22 თებერვალს 22 წლის რაილი 26 წლის ხოსე იბარამ მოკლა, რომელიც ამერიკაში არალეგალურად შევიდა. დამნაშავე მალევე დააკავეს და მას პატიმრობა შეეფარდა სხვადასხვა ბრალდებით. თავდამსხმელი მანამდე დაკავებული იყო ქურდობისთვის.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor