• January

    30

    2025
  • 102
  • 0
ირაკლი კობახიძე – ეკონომიკურ ურთიერთობებში, განსაკუთრებით მეზობელ სახელმწიფოებს შორის, მუდმივად არსებობს განვითარების პოტენციალი, ჩვენთვის მთავარია, ეს მაქსიმალურად ავითვისოთ

ირაკლი კობახიძე – ეკონომიკურ ურთიერთობებში, განსაკუთრებით მეზობელ სახელმწიფოებს შორის, მუდმივად არსებობს განვითარების პოტენციალი, ჩვენთვის მთავარია, ეს მაქსიმალურად ავითვისოთ

დღეს მქონდა ძალიან საინტერესო ორმხრივი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან, ვისაუბრეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ თემებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომლებიც წარიმართება რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში.

„რა თქმა უნდა, თანამედროვე მსოფლიო არის გამოწვევებით სავსე და სწორედ ამ გამოწვევების გათვალისწინებითაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენ ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესების დაცვაზე. ის პროცესები, რომლებიც ვითარდება ჩვენს გარშემო, გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ პოზიციებზე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ კუთხითაც ჩვენი თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველო ყოველთვის გამოთქვამდა მზაობას, ხელი შეუწყოს და საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობის დამკვიდრებაში, რაც ჩვენი ქვეყნების განვითარებისა და კეთილდღეობის აუცილებელი პირობაა. მომავალშიც მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ხელი შევუწყოთ რეგიონში მშვიდობას და განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთის სტრატეგიულ ინტერესებს, ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და კიდევ ერთხელ მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, სომეხ მეგობრებს, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მყარი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველო-სომხეთს შორის ურთიერთობებში განსაკუთრებული ადგილი უკავია ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და დღევანდელი კომისიის სხდომის განხილვის მთავარი თემა ეკონომიკური პარტნიორობა იყო.

„მოხარულები ვართ, რომ წლების განმავლობაში, ამ მიმართულებით პოზიტიური ტენდენცია გვაქვს. რა თქმა უნდა, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, განსაკუთრებით მეზობელ სახელმწიფოებს შორის, მუდმივად არსებობს განვითარების პოტენციალი და ჩვენთვის მთავარია, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ. რა თქმა უნდა, ამ თემებზე გვქონდა საუბარი ჩვენს, როგორც ორმხრივ შეხვედრაზე, ასევე კომისიის დღევანდელ სხდომაზეც. დასასრულს, მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენს ურთიერთობასა და თანამშრომლობას აქვს ძალიან მყარი საფუძველი, ასევე ძალიან დიდი პერსპექტივები. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მზადყოფნას, კიდევ უფრო გავამყაროთ, გავაძლიეროთ ეს საფუძველი, ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ. აქვე, მინდა, კიდევ ერთხელ მოვიწვიო პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი, ჩამობრძანდეს ვიზიტით ჩვენს ქვეყანაში. ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ეს ვიზიტი რაც შეიძლება მალე შედგება. უღრმესი მადლობა გულთბილი მასპინძლობისთვის“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor