• January

    30

    2025
  • 76
  • 0
ისრაელის მხარემ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება შეაჩერა ხან იუნისში, ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში განვითარებული მოვლენების გამო

ისრაელის მხარემ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება შეაჩერა ხან იუნისში, ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში განვითარებული მოვლენების გამო

ისრაელის მხარემ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება შეაჩერა ხან იუნისში, ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში განვითარებული ქაოსური მოვლენების გამო. მედიის ცნობით, ავტობუსებს, რომელთაც პატიმრები გადაჰყავდათ, უკან, ციხეებში დაბრუნების ბრძანება მიეცათ. აღნიშნული გადაწყვეტილება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა მიიღეს.

ისრაელელი მძევლების დაბრუნების შემდეგ 110 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლება იგეგმებოდა, თუმცა ხან იუნისში მძევლების გადაცემისას ადგილზე დიდი რაოდენობით ხალხი შეიკრიბა, რამაც ქაოსი გამოიწვია. მოვლენები განსაკუთრებით მაშინ დაიძაბა, როდესაც 80 წლის ისრაელელი მძევალი შენიშნეს ხალხის მასაში. შექმნილ ვითარებას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გამოეხმაურა და „შემაშფოთებელი“ უწოდა.

„ეს კიდევ ერთი დასტურია ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ წარმოუდგენელი სისასტიკისა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ და მძევლების უსაფრთხოების გარანტირების უზრუნველყოფა მოითხოვა.

ქაოსური ვითარების მიუხედავად, შვიდი მძევალი – ორი ისრაელი და ხუთი ტაილანდის მოქალაქე – უკვე ისრაელის ტერიტორიაზე არიან.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor