• February

    3

    2025
  • 85
  • 0
კრიმინალი ,,ნაცმოძრაობის” დანაშაულებს პარლამენტის საგამოძიებო კომისია შეისწავლის

კრიმინალი ,,ნაცმოძრაობის” დანაშაულებს პარლამენტის საგამოძიებო კომისია შეისწავლის

ორიოდე დღეა, საქართველოს პარლამენტში დაიწყო მსჯელობა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც მიზნად 2003-2012 წლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას ისახავს. კომისიის შექმნის ინიციატივა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, 2025 წლის 9 იანვარს გამართულ ბრიფინგზე დააანონსა.

დღეს კი, მმართველმა გუნდმა საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკვე დაარეგისტრირა.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, კომისია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მოამზადებს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ „2003-12 წლების რეჟიმის შეფასებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების პრევენციისა და საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისათვის“.

გეგმის მიხედვით, 2003-2012 წლებში მომხდარი მოვლენების შემსწავლელი ჯგუფი საკანონმდებლო ორგანოში ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებს, რის შემდეგაც დროებითი საგამოძიებო კომისია შესაბამის დასკვნას და რეკომენდაციებს გაასაჯაროებს.

მდინარაძის განცხადებით, კომისია გამოიძიებს „სისტემურ დანაშაულებს“, მათ შორის პატიმრების წამებას, პიროვნებების მკვლელობას, ძალადობას, პირადი ცხოვრების ხელყოფას, კორუფციასა და ბიზნესზე ზეწოლას, მედია საშუალებების მისაკუთრებას და 2008 წლის ომის დაწყების სავარაუდო აღიარებას. მან აღნიშნა, რომ კომისია ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებს და სექტემბერში პარლამენტს წარუდგენს დასკვნას, რომელიც შემდგომში პროკურატურას გადაეცემა შესაბამისი ზომების მისაღებად.

მმართველი პარტიის წარმომადგენლების თქმით, კომისიის შექმნის მიზანია, საზოგადოებას შეახსენოს ყოფილი ხელისუფლების სავარაუდო დანაშაულები და თავიდან აიცილოს მათი გამეორება მომავალში.

მდინარაძემ გერმანიის მაგალითი მოიყვანა, სადაც ნიურნბერგის პროცესითა და რეჟიმის დანაშაულების მუდმივი შეხსენებით შესძლეს ნაციონალ-სოციალიზმის დამარცხება საზოგადოების ცნობიერებაში.

აგენტურული ოპოზიცია აღნიშნულ ინიციატივას კრიტიკულად აფასებს და მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ცდილობს.

საზოგადოების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ წარსული მოვლენების გამოძიება აუცილებელია, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი შემთხვევები მომავალში და ,,ნაცები” ჩადენილი დანაშაულებებისთვის კანონიერად დაისაჯონ. 

ყველას კარგად გვახსოვს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გამოიკვეთა მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზაცია. სასამართლო ფაქტობრივად ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარებოდა, ხოლო ოპოზიციურად განწყობილი ბიზნესმენები და პოლიტიკოსები ხშირად ხდებოდნენ დევნის ობიექტები და მსხვერპლნი.

განსაკუთრებით მძიმე იყო 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები, როდესაც ხელისუფლებამ დემონსტრანტების დასაშლელად სპეცრაზმი გამოიყვანა, ჟურნალისტებზე ძალადობდა და „იმედის“ ტელევიზიაში შეიჭრა. 2011 წლის 26 მაისს ანალოგიური სცენარით დაშალეს საპროტესტო აქცია, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. 2008 წლის აგვისტოს ომი კი ყველაზე მძიმეა….

საბოლოოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი ქართული პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ ეპოქად დარჩება, როდესაც სახელმწიფო აპარატი მოქალაქეების წინააღმდეგ იყო გამოყენებული, ხოლო დემოკრატია მხოლოდ ფასადური ჩანდა.

საღად მოაზროვნე საზოგადოებას ყოველთვის ემახსოვრება, რომ ,,ნაცმოძრაობა” ის პარტიაა, რომელიც ხალხს ქუჩაში ხოცავდა, რასაც მათ არასდროს აპატიებს და, ერთხელ და სამუდამოდ, თავის ადგილს მიუჩენს.  

გიული ირემაძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor