• February

    4

    2025
  • 123
  • 0
,,ნაცხროვა” კვლავაც შეეცადა პოლიციის პროვოცირებას და საზოგადოებაში შფოთვის შემოტანას

,,ნაცხროვა” კვლავაც შეეცადა პოლიციის პროვოცირებას და საზოგადოებაში შფოთვის შემოტანას

ორიოდე დღის წინ, თბილისში, დედაქალაქის შემოსასვლელთან, საპროტესტო აქცია სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირებით დასრულდა.

აგრესიული ოპოზიცია და პროტესტანტები ჩვეულად ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ. პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა, მათ შორის ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ნიკა მელია და გიორგი უგულავა.

არიან დაშავებულები, ასევე ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიც  – პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის გამო.

აქციის დროს პოლიციამ სპეციალური საშუალებები გამოიყენა, რათა მომიტინგეების  ძალადობრივი ქმედებები აღეკვეთა. როგორიცაა ქვების, შუშის ბოთლებისა და პიროტექნიკის სროლა პოლიციის მიმართულებით. შესაბამისად, გავმეორდებით, დაშავებულთა შორის არიან, როგორც პოლიციელები, ისე პროტესტანტები.

,,ნაცხროვამ” და მისმა მხარდამჭერებმა, რომლებიც პროტესტს მართავდნენ, გზის გადაკეტვით გარკვეული ქაოსი გამოიწვიეს. პროტესტის ფორმა, რომელიც მათ აირჩიეს, შეიძლება შეფასდეს, როგორც პროვოკაციული.

,,ქართული ოცნება” სწორად გამოხატავს შეშფოთებას აგენტურული ოპოზიციის მიერ  პროტესტის დროს წარმოჩენილი ქმედებების მიმართ.

პარტიის აზრით, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა თავიდანვე გეგმურად, მიზანმიმართულად გააკეთეს პროვოკაცია, რათა პოლიციას იქნება და, კანონის ჩარჩოებს მიღმა აღეკვეთა წესრიგი, ხოლო ეს მათ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინათ ანუ სიტუაცია გაემწვავებინათ.

დიახ, დასავლეთიდან მართული ოპოზიციის მიერ გზის გადაკეტვა და პოლიციის მიმართ აგრესიული ტონი დესტაბილიზაციისკენ იყო მიმართული, ვიდრე მშვიდობიანი და კანონიერი პროტესტის გამოხატვისკენ.

პოლიცია, როგორც ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტი, თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას არასამართლიანი და უსაფუძვლო თავდასხმის სამიზნე აღმოჩნდა.

მოღალატე ოპოზიციის ლიდერები ცდილობდნენ, პოლიცია გამოეცხადებინათ, როგორც მოძალადე ძალა, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ გამოყენებული ძალა კანონიერი და აუცილებელი იყო.

,,ქართული ოცნება” მიიჩნევს, რომ ასეთი პროვოკაციები და ძალადობა მხოლოდ ხელს უწყობს მათ, ვინც კონფლიქტის წარმოებას და ანარქიული ვითარების მოწყობას ცდილობს, ნაცვლად იმისა, რომ პროცესები მშვიდობიან გზაზე წარიმართოს.

ერთი სიტყვით, 2 თებერვლის საპროტესტო აქცია თბილისში, სადაც პოლიცია აქტიურად მოქმედებდა საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ სამართალდამცავთა კანონიერი და ლეგიტიმური ქმედებები აუცილებელი იყო.

პოლიციამ უზრუნველყო, არა მხოლოდ წესრიგის დაცვა, არამედ ხალხის უსაფრთხოება, თავიდან აიცილა მასობრივი დაპირისპირება და პროტესტის ძალადობრივი ხასიათი არ დაუშვა. ამასთან, ნეგატიურად უნდა შეფასდეს პროტესტანტების ქმედებები, რომლებიც გზის გადაკეტვით და სხვა პროვოკაციული მეთოდებით საკუთარი პოლიტიკური მიზნების ახდენას ცდილობდნენ, რამაც საზოგადოებრივი მშვიდობის დარღვევა და მხარეებს შორის დაძაბულობა გამოიწვია.

ეს ქმედებები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ პროტესტი, რომელსაც ძალადობრივი ხასიათი აქვს, მხოლოდ აძლიერებს დაპირისპირებას და არ უწყობს ხელს დემოკრატიული პროცესების მშვიდობიან განვითარებას.

გიული ირემაძე, თამთა მაისურაძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor