• February

    5

    2025
  • 74
  • 0
ხელისუფლება კანონმდებლობის ეფექტურობას ცვლილებებით ამაღლებს აგენტურული ოპოზიციის თავაშვებულობის მოსათოკად

ხელისუფლება კანონმდებლობის ეფექტურობას ცვლილებებით ამაღლებს აგენტურული ოპოზიციის თავაშვებულობის მოსათოკად

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა, რომ იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნის მართვის გაუმჯობესებას და ხელისუფლებისთვის შესაბამისი ბერკეტების უზრუნველყოფას.

მისი თქმით, წლების განმავლობაში მიღებული კანონები, რომლებიც უცხო ძალების გავლენით იყო ინსპირირებული, ხელს უშლიდა სახელმწიფოს ეფექტურ ფუნქციონირებას.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ მცირე, მაგრამ კარგად ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც უცხო ძალების მიერ არიან მხარდაჭერილი, არღვევენ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს და აფერხებენ ქვეყნის განვითარებას.

ამ პრობლემის გადასაჭრელად, იგეგმება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რომლებიც მოიცავს :

მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე დახურულ სივრცეებში აქციების ჩატარების აკრძალვას,

წვრილმანი ხულიგნობის, ვანდალიზმის, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და მათი შეურაცხყოფისთვის ჯარიმების გაზრდას,

ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის 60 დღემდე გაზრდას,

ასევე, სისხლის სამართლის კოდექსში იგეგმება ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს :

ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდებისთვის პატიმრობას 3 წლამდე ვადით,

პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარისა და ძალადობისთვის სასჯელის გამკაცრებას, რაც გადავა მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში, 5-დან 6 წლამდე ვადით,

პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენელზე და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმის დამამძიმებელ გარემოებებში სასჯელის გამკაცრებას.

მდინარაძის განცხადებით, ეს ცვლილებები მიზნად ისახავს სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირებისა და დამოუკიდებლობისთვის აუცილებელი ნორმების მიღებას, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკის გაძლიერებას და საჯარო მოხელეების დაცვას ფსევდოლიბერალური ფაშიზმისა და ბულინგისგან.

ამასთან, მდინარაძემ ხაზი გაუსვა, რომ ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ სრულად არ შეიცვლება აუცილებელი ნორმები, რომლებიც ხელს უშლის ქვეყნის ეფექტურ მართვას და დამოუკიდებლობას.

,,ნაცხროვის” მმართველობის პერიოდში ( 2004-2012 ) არაერთხელ მოხდა ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები, რაც სერიოზულ კრიტიკას იწვევდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო არენაზე, რის გამოც ქართველმა ხალხმა 2012 წელს მათ საკუთარი განაჩენი გამოუტანა. 

ამგვარად, წამოწყებული სამართლებრივი რეფორმა მისასალმებელია, რაც უზრუნველყოფს აგრესიული და ქაოტური ქუჩის პროვოკაციების მოთოკვას და სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვას. 

გიული ირემაძე

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor