• October

    10

    2023
  • 87
  • 0
რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ანკარა მზად არის, შუამავლის როლი შეასრულოს ისრაელ-პალესტინის მიმდინარე დაძაბულობაში

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ანკარა მზად არის, შუამავლის როლი შეასრულოს ისრაელ-პალესტინის მიმდინარე დაძაბულობაში

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ანკარა მზად არის, შუამავლის როლი შეასრულოს ისრაელ-პალესტინის მიმდინარე დაძაბულობაში.

„მინდა, განვაცხადო, რომ თურქეთი მზადაა, ნებისმიერი სახის შუამავლობისთვის, მათ შორის პატიმრების გაცვლისთვის, თუ მხარეები ამას მოითხოვენ. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი დიპლომატიური კონტაქტების გაძლიერებას, რომელსაც ვინარჩუნებთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში და კიდევ უფრო გავაძლიერეთ ბოლო სამი დღის განმავლობაში“, – განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ომი ექვემდებარება მორალურ და ეთიკურ კოდექსს და დასძინა: „მხარეები ვალდებულნი არიან, შეასრულონ ეს“.

თურქეთი ასევე მოუწოდებს ისრაელს, შეწყვიტოს პალესტინის მიწების დაბომბვა, ხოლო პალესტინელებს მოუწოდებს, შეწყვიტონ ისრაელში სამოქალაქო დასახლებების შევიწროება.

„ღაზის განადგურება საჰაერო და სახმელეთო შეტევებით, მეჩეთების დაბომბვა და უდანაშაულო ბავშვების, ქალების, მოხუცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მოკვლა არასოდეს არის მისაღები“, – აღნიშნა ერდოღანმა.

მისივე თქმით, თურქეთი ასევე ამზადებს აუცილებელ ჰუმანიტარულ დახმარებას ღაზის სექტორის მოსახლეობისთვის მისაწოდებლად.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული პრობლემები ვერ გადაიჭრება „პალესტინელი ხალხის მუდმივი შევიწროებით, მათი სიცოცხლისა და ქონების უსაფრთხოების უგულებელყოფით, მათი სახლებისა და მიწების მიტაცებით, მათი ინფრასტრუქტურის განადგურებითა და მათი განვითარების შეფერხებით“.

მისივე თქმით, ანკარა მტკიცედ უჭერს მხარს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ორ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების სახით გადაწყვეტას, მათ შორის პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, მის დედაქალაქად აღმოსავლეთ იერუსალიმის სახით.

ერდოღანმა სატელეფონო საუბრები გამართა როგორც ისრაელის პრეზიდენტთან, ისააკ ჰერცოგთან, ასევე პალესტინის პრეზიდენტთან, მაჰმუდ აბასთან რეგიონში უახლესი ვითარების განსახილველად.

„ორივე ლიდერს გამოვუცხადე ჩვენი ღრმა მწუხარება მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო. ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ კონფლიქტების დასასრულებლად და მშვიდობის რაც შეიძლება მალე აღსადგენად“, – აღნიშნა ერდოღანმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor