• October

    10

    2023
  • 89
  • 0
აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ ისრაელს საჰაერო თავდაცვასა და საბრძოლო მასალას გაუგზავნის

აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ ისრაელს საჰაერო თავდაცვასა და საბრძოლო მასალას გაუგზავნის

აშშ ისრაელს საჰაერო თავდაცვასა და საბრძოლო მასალას გაუგზავნის, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ არის მიმდინარეობს დისკუსია ისრაელის საჰაერო თავდაცვის საჭიროებებზე, მაგრამ უარი თქვა დაკონკრეტებაზე, თუ რა არის ეს ამ მომენტისთვის.

ოფიციალურმა პირმა ასევე უარყო შეშფოთება იმის შესახებ, რომ აშშ შესაძლოა, ვერ დაეხმაროს ისრაელს იმ ფონზე, როდესაც ის უკრაინას იარაღს აწვდის.

„ჩვენ შეგვიძლია, გავაგრძელოთ მხარდაჭერა როგორც უკრაინის, ასევე ისრაელის მიმართ და შევინარჩუნოთ ჩვენი გლობალური მზადყოფნა“, – განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ოფიციალური წყაროს თქმით, აშშ-ის ადმინისტრაცია ღრმად შეშფოთებულია „ჰეზბოლას“ კონფლიქტში შესვლით და ომში მეორე ფრონტის გახსნით.

აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ჯერ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ირანი იდგა ისრაელში თავდასხმის უკან. მანამდე „ვოლ სთრით ჯორნალის“ მიერ მოპოვებულ მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ ირანის უსაფრთხოების წარმომადგენლები დაეხმარნენ „ჰამასს“ თავდასხმის დაგეგმვაში.

„რა თქმა უნდა, ირანი არის სურათზე. ირანი წლების განმავლობაში უჭერდა მხარს „ჰამასსა“ და „ჰეზბოლას“. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს „ვოლ სთრით ჯორნალის“ ისტორიის სპეციფიკას ამ დროისთვის“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor