• October

    10

    2023
  • 88
  • 0
მოსკოვი პალესტინის პრეზიდენტის ვიზიტისთვის ემზადება

მოსკოვი პალესტინის პრეზიდენტის ვიზიტისთვის ემზადება

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვი პალესტინის პრეზიდენტის ვიზიტისთვის ემზადება.  ამის შესახებ რუსეთში პალესტინის ელჩმა განაცხადა.

„პალესტინა რეგულარულ კონტაქტებს ინარჩუნებს რუსულ მხარესთან და ამჟამად ემზადება პალესტინის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის მოსკოვში ვიზიტისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ყოველდღიურ კონტაქტებს მოსკოვთან. ახლა მიმდინარეობს მზადება პრეზიდენტ აბასის მოსკოვში ვიზიტისთვის“, – განაცხადა რუსეთის ფედერაციაში პალესტინის ელჩმა, აბდელ ჰაფიზ ნოფალმა.

როგორც რუსული მედია წერს, აბასის ბოლო ვიზიტი რუსეთში 2021 წლის ნოემბერში იყო.

ასევე, გასული წლის ოქტომბერში კი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პალესტინის ლიდერს ასტანაში, აზიაში ურთიერთქმედებისა და ნდობის აღდგენის ღონისძიებების კონფერენციის სამიტის ფარგლებში შეხვდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor