• February

    15

    2025
  • 68
  • 0
„ენბისი ნიუსი“ – აშშ-მა შესაძლოა, უკრაინის ტერიტორიაზე იშვიათი ლითონების საბადოების დასაცავად სამხედროები განალაგოს

„ენბისი ნიუსი“ – აშშ-მა შესაძლოა, უკრაინის ტერიტორიაზე იშვიათი ლითონების საბადოების დასაცავად სამხედროები განალაგოს

აშშ-მა, შესაძლოა, უკრაინის ტერიტორიაზე იშვიათი ლითონების საბადოების დასაცავად სამხედროები განალაგოს. ინფორმაციას ამის შესახებ „ენბისი ნიუსი“ იუწყება.

ტელეკომპანიის წყაროების თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კიევს შესთავაზა აშშ-ისთვის იშვიათი ლითონების მომპოვებელი საწარმოების აქციების 50%-ის გადაცემა. ამასთან, ადმინისტრაციამ მიანიშნა, რომ მზადაა უკრაინის ტერიტორიაზე განათავსოს ამერიკული ჯარი ამ საბადოების დასაცავად, თუ რუსეთთან ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება იქნება მიღწეული.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმება აშშ-თან ჯერ არ არის ხელმოწერილი და დამუშავების სტადიაშია.

„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა უარი თქვა მიუნხენში აშშ-ის მიერ შეთავაზებული შეთანხმების ხელმოწერაზე. „როიტერის“ ინფორმაციით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა წარუდგენს აშშ-ს საკუთარ წინადადებას, რომელიც უკრაინის კონსტიტუციას დაეფუძნება.

„ასოშიეთედ პრესი“ აღნიშნავს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე სამხედროების განლაგებაზე რამდენიმე ევროპული ქვეყანა ფარულად მუშაობს. სააგენტოს ინფორმაციით, ევროპელებმა ამ ვარიანტის განხილვა დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყეს. დონალდ ტრამპის მიერ რუსეთთან ევროპული ქვეყნების მონაწილეობის გარეშე გარიგების დადების საფრთხის გამო ამ საკითხის განხილვა გააქტიურდა.

„ასოშიეთედ პრესი“ იტყობინება, რომ განხილვაში ყველაზე აქტიურად დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი მონაწილეობენ, თუმცა გეგმის დეტალები უცნობია. „ევროპული სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა დამოკიდებული იქნება რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების პირობებზე“, – ნათქვამია სააგენტოს პუბლიკაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor