• February

    17

    2025
  • 287
  • 0
გრუნსა და სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ერთობლივი მხარდაჭერით, გაიმართა „ზამთრის სკოლა 2025“ გრუნის სტუდენტებისთვის

გრუნსა და სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ერთობლივი მხარდაჭერით, გაიმართა „ზამთრის სკოლა 2025“ გრუნის სტუდენტებისთვის

24-27 იანვარს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ერთობლივი მხარდაჭერით, გაიმართა „ზამთრის სკოლა 2025“ გრუნის სტუდენტებისათვის.

პროექტში „ეფექტური კომუნიკაცია/მოლაპარაკებების ხელოვნება“ ჩართული იყვნენ სამართლის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის, ბიზნესის, მედიცინისა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლების სტუდენტები.

პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა მონაწილეთა კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარ-ჩვევების განვითარება.

ზამთრის სკოლა 2025-ის ფარგლებში ლექციები წაიკითხეს: მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორმა, ირაკლი ყანდაშვილმა და ამავე უნივერსიტეტის მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელმა ნინა გერსამიამ.

შეხვედრები და სემინარები მოიცავდა პრაქტიკულ ვორქშოფებსა და ინტერაქტიულ აქტივობებს. ახალგაზრდები გაეცნენ წარმატებული მოლაპარაკებების სტრატეგიას, ეფექტური კომუნიკაციის საფუძვლებსა და მედიაციას, როგორც კონფლიქტის გადაჭრის თანამედროვე მექანიზმს.

ზამთრის სკოლის მონაწილეების შეფასებით, ჩატარებულმა პროექტმა მათ მნიშვნელოვანი გამოცდილება შესძინა. ახალგაზრდებმა მიიღეს ცოდნა, რაც დაეხმარება მათ როგორც პროფესიულ, ისე პიროვნულ განვითარებაში.

პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა უნივერსიტეტის კანცლერის – გიორგი თავხელიძის, მხარდაჭერით, რომლის მიზანი მედიაციის პოპულარიზაციაა.

პროექტის მომზადებაში აქტიურად მონაწილეობდა უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის მოადგილე – ქეთევან გაბრიჭიძე

From January 24 to 27, with the joint support of Grigol Robakidze University and the LEPL Georgian Association of Mediators, the “Winter School 2025”; was held for GRUNI students.

The project, titled “Effective Communication / The Art of Negotiation”, involved students from the Schools of Law, Public Administration and Policy, Business, Medicine, and Humanities and Social Sciences.

The primary goal of the project was to develop participants’ communication and negotiation skills.

As part of the Winter School 2025, lectures were delivered by the Chairman of the Association of Mediators and Professor at Grigol Robakidze University, Irakli Kandashvili, as well as the Head of the University’s Mediation Center, Nina Gersamia.

The meetings and seminars included practical workshops and interactive activities. Participants were introduced to successful negotiation strategies, the fundamentals of effective communication, and mediation as a modern conflict resolution mechanism.

According to the participants, the project provided them with valuable experience, equipping them with knowledge that will contribute to both their professional and personal development.

The implementation of the project was made possible with the support of the University Chancellor, Giorgi Tavkhelidze, whose goal is to promote mediation. Additionally, Ketevan Gabrichidze, Deputy Dean of the School of Law, actively participated in the project’s preparation.

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor