• February

    18

    2025
  • 65
  • 0
რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ტრამპი პრობლემების კარგი გადამჭრელია

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ტრამპი პრობლემების კარგი გადამჭრელია

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი ერ-რიადში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრის წინ აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი არის პრობლემების კარგი გადამჭრელი.

რუსული მედიის ცნობით, დმიტრიევი შესაძლოა, შეუერთდეს ერ-რიადში დაგეგმილ მოლაპარაკებებს, რომლებზეც რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი წარმოადგენენ.

„თქვენ იცით, რომ ის, რაც ახლა ხდება, ბევრ ქვეყანას დიდ ეკონომიკურ ზარალს აყენებს. ჩვენ გვჯერა, რომ წინსვლის გზა გადის პრობლემების გადაჭრაზე. ჩვენ ნამდვილად ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი და მისი გუნდი პრობლემების გადამჭრელი გუნდია“, – განაცხადა დმიტრიევმა.

დმიტრიევის თქმით, რუსეთიდან გასვლით ამერიკულმა კომპანიებმა 300 მილიარდი დოლარი დაკარგეს.

„დღეს აშშ-ის გუნდთან მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მუდმივად ვამბობთ, რომ აშშ-რუსეთის კარგი ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის. რუსეთს და აშშ-ს მხოლოდ ერთობლივად შეუძლიათ მსოფლიოში ბევრი პრობლემის მოგვარება, გლობალური კონფლიქტების გადაჭრა და გამოსავლების შეთავაზება. ჩვენს დელეგაციაში მე ძირითადად პასუხისმგებელი ვიქნები ეკონომიკურ სფეროზე და ჩვენ ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია ეკონომიკურ სფეროში. ძალიან მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რომ აშშ-ის ბიზნესმა რუსეთის დატოვების შედეგად დაახლოებით 300 მილიარდი დოლარი დაკარგა“, – განაცხადა დმიტრიევმა.

ამერიკულ დელეგაციას მოლაპარაკებებზე წარმოადგენენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor