• February

    18

    2025
  • 59
  • 0
ზურაბ ჩხაიძე – გავაგრძელებთ მზია ამაღლობელის მკურნალობის პროცესს კლინიკის პირობებში, ჩატარდება ლაბორატორიული კვლევები, ექიმების გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ პროცესმა წარმატებით ჩაიაროს

ზურაბ ჩხაიძე – გავაგრძელებთ მზია ამაღლობელის მკურნალობის პროცესს კლინიკის პირობებში, ჩატარდება ლაბორატორიული კვლევები, ექიმების გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ პროცესმა წარმატებით ჩაიაროს

გავაგრძელებთ მზია ამაღლობელის მკურნალობის პროცესს კლინიკის პირობებში, ჩატარდება ლაბორატორიული კვლევები, ექიმების გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ პროცესმა წარმატებით ჩაიაროს, – ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მკურნალობის პროცესი გაგრძელდება ე.წ. რეფიდინგ სინდრომის პრევენციისთვის, რაც ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ განახლებულ კვებას უკავშირდება.

„მაქვს ძალიან კარგი ინფორმაცია, თქვენ მოისმინეთ მზია ამაღლობელის წერილი და მან სრულად გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაციები, რაზეც ამ დღეებში იყო საუბარი და ასევე გუშინ გაკეთებული ჩვენი მიმართვა მისი კოლეგების მიმართ. ეს ძალიან გვახარებს, რადგან მთელი ეს დღეები ვცდილობდით, მიგვეღწია ამ შეთანხმებისთვის. ამ ხანგრძლივობის შიმშილობა არის დაკავშირებული ძალიან დიდ რისკებთან. 30 დღის შემდეგ, ყოველდღე მოსალოდნელია სხვადასხვა ორგანოს თუ ორგანოების ფუნქციური მოშლილობები, რაც შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო ძალიან ცუდ გამოსავალთან. დღეს გვაქვს ის მოცემულობა, რაც ძალიან მისაღები და სასიხარულოა.

ჩვენ გავაგრძელებთ მკურნალობის პროცესს კლინიკის პირობებში, ის, რაც უკავშირდება თუნდაც ე.წ. რეფიდინგ სინდრომის პრევენციას. ეს არის ძალიან სერიოზული სინდრომი, რაც ვითარდება ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ განახლებულ კვებასთან, უკავშირდება სხვადასხვა მეტაბოლურ დარღვევებს. შეიძლება იყოს სითხის ცვლილებები, ნახშირწყლოვანი დარღვევები, ინსულინის ცვლილებები, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს სხვადასხვა ორგანოს უკმარისობები. ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილით დავიწყებთ ამას. კლინიკა ამისთვის მზად არის, ექიმების გუნდი დაიწყებს ამ „რეფიდინგის“ პროცესს პროტოკოლის შესაბამისად.

განსაკუთრებით საყურადღებოა პირველი ორი დღე, არის შემუშავებული სპეციალური მენიუ, დამტკიცებულია „რეფიდინგ“ პროტოკოლი. კვირის გამავლობაში ჩვენ ვნახავთ, დავაკვირდებით მის მდგომარეობას, წინასწარ პროგნოზებს ნუ გადავაკეთებთ. ყოველდღიურად მოხდება მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმება, ლაბორატორიული კვლევების ჩატარება. საფრთხე ყოველთვის არსებობს, ამიტომ გითხარით „რეფიდინგ სინდრომის“ არსებობის შესახებ. ექიმების გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ პროცესმა წარმატებით ჩაიაროს“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor