• February

    25

    2025
  • 54
  • 0
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავჯდომარესთან ერთად კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავჯდომარესთან ერთად კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო.

მთავრობის მეთაურმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ გმირობაზე ისაუბრა.

„დღეს არის ერთი მხრივ ტრაგიკული დღე – ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის დღე. მეორე მხრივ, ეს დღე გვახსენებს ქართველების გმირობას, თავგანწირულ ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის. ეს დღე უნდა გვახსენებდეს, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია, ჩვენ მუდმივად უნდა ვიბრძოდეთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და მაგალითი უნდა ავიღოთ ჩვენი გმირებისგან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor