• February

    25

    2025
  • 64
  • 0
რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ომის შეწყვეტის შესახებ ნებისმიერ მოლაპარაკებაში უკრაინა უპირობოდ უნდა მონაწილეობდეს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ომის შეწყვეტის შესახებ ნებისმიერ მოლაპარაკებაში უკრაინა უპირობოდ უნდა მონაწილეობდეს

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა ომის შეწყვეტის შესახებ ნებისმიერ მოლაპარაკებაში უპირობოდ უნდა მონაწილეობდეს.

ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრებთან ყოველკვირეული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ გვსურს შედეგების მიღება ახალი პროცესიდან, უკრაინა აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში და ეს ომი უნდა შეწყდეს ორმხრივი მოლაპარაკებების გზით“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ასევე აღნიშნავს, რომ მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიციატივას რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის შესახებ.

„პრინციპში, ჩვენ მივესალმებით ბატონი ტრამპის სურვილს, დაასრულოს ომი მოლაპარაკებების გზით. მაგრამ აქ არ შეიძლება მნიშვნელოვანი მომენტის უგულებელყოფა. გზა სამართლიანი და მყარი მშვიდობისკენ შეიძლება ამოიხსნას მხოლოდ ისეთი განტოლებით, რომელშიც წარმოდგენილია ყველა შესაბამისი მხარე“, – განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედა, ასევე, 24 თებერვალს ანკარაში მოლაპარაკებები გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor