
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ჰაკან ფიდანი – თურქეთი უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა რეგიონში და შეუძლია, დიდი როლი ითამაშოს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის კუთხით, უკვე მნიშვნელოვანი კონტაქტებიც გვაქვს დამყარებული
თურქეთი უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა რეგიონში და შეუძლია, დიდი როლი ითამაშოს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის კუთხით. უკვე მნიშვნელოვანი კონტაქტებიც გვაქვს დამყარებული, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა თურქეთში ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველივე დღიდან თურქეთმა მტკიცე პოზიცია გამოხატა და მონაწილეობა მიიღო რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში.
„ომის დაწყების პირველივე დღეებიდანვე თურქეთმა გამოხატა მტკიცე პოზიცია ამ ომისადმი და თავიდანვე მიიღო მონაწილეობა მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში რეგიონში. როგორც ვხედავთ, დღეისათვის აშშ-ში ახალი მთავრობა მოვიდა და მოვლენებმაც სრულიად ახალი დინამიკა შეიძინა. აქედან გამომდინარე, მე მაინტერესებს, რაიმე ირიბი დისკუსიები მაინც ხომ არ ჰქონიათ ისევ და ისევ ამერიკულ მხარესთან. ამერიკელები უკვე შევიდნენ კონტაქტში რუსებთან, ევროპელებთან. რუსები ჩვენთანაც არიან კონტაქტში, უკრაინელებიც არიან. ყველა ელაპარაკება ერთმანეთს. ეს ტრაფიკი, თუ შეიძლება ასე ითქვას, არის მუდმივი და ინტენსიური. აი, ეს დისკუსიები მოიტანს შედეგს იმავე ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, მიაღწევენ ქვეყნები სამშვიდობო შეთანხმებას, ეს შეთანხმება იხილავს დღის სინათლეს?! უსაფრთხოების რა გარანტიები შეიძლება იქნეს შეთავაზებული მხარეებისადმი?
თურქეთი უმნიშვნელოვანესი ქვეყანა გახლავთ რეგიონში და მშვიდობის იდეის რეალიზებაში, შეუძლია, დიდი როლი ითამაშოს ცეცხლის შეწყვეტის კუთხით. ამ ქვეყანას ნამდვილად დიდი პოტენციალი გააჩნია და მნიშვნელოვანი კონტაქტებიც უკვე აქვს დამყარებული. პრეზიდენტი ზელენსკი ჩამოვიდა, მაგალითად. იგივე პრეზიდენტი მაკრონი ესაუბრა ჩვენს პრეზიდენტს, ნატო-სთან გვაქვს მუდმივი კონტაქტი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი ჩამოვიდა ანკარაში. ასევე, ჩვენი თავდაცვის მინისტრი არის ჩართული ამ მოვლენებში და, რა თქმა უნდა, დაინტერესებული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. პარტნიორი ძალიან ბევრია და დღეისათვის ჩემს კოლეგასთან მქონდა ამის თაობაზე აგრეთვე საუბარი. ჩვენი საუბრების დღის წესრიგი შეიცავდა ამ თემებს. ძალიან მნიშვნელოვანია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინიციატივის განხორციელება. თურქეთის წვლილი როგორი იქნება ამ მოვლენებში, რა შედეგს გამოიღებს თურქეთის ჩართულობა, ყოველივე ეს პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ“, – განაცხადა ჰაკან ფიდანმა.
მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.





