• February

    27

    2025
  • 76
  • 0
25-26 თებერვალს გურიის რეგიონში სასწრაფო დახმარების ექიმები 81 გამოძახებაზე იმყოფებოდნენ, ადგილზე დახმარება გაუწიეს 44 ადამიანს, მოხდა 30 პირის ჰოსპიტალიზაცია

25-26 თებერვალს გურიის რეგიონში სასწრაფო დახმარების ექიმები 81 გამოძახებაზე იმყოფებოდნენ, ადგილზე დახმარება გაუწიეს 44 ადამიანს, მოხდა 30 პირის ჰოსპიტალიზაცია

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის გამო სასწრაფო დახმარების ბრიგადები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

მათივე ცნობით, 25-26 თებერვალს გურიის რეგიონში, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში სასწრაფო დახმარების ექიმები 81 გამოძახებაზე იმყოფებოდნენ. ადგილზე სამედიცინო დახმარება გაუწიეს 44 ადამიანს, მათ შორის იმ მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა სპეციფიკურ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ. მოხდა 30 პირის ჰოსპიტალიზაცია.

„პროცესში აქტიურად არიან ჩართულები სოფლის ექიმები, რომლებიც სატელეფონო კონსულტაციას უწევენ მოქალაქეებს, ასევე ხდება მათთვის მედიკამენტების ადგილზე მიწოდება.

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობასთან დაკავშირებით სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად შექმნილია საკოორდინაციო შტაბი, მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ჯგუფები, ჩართული არიან თავდაცვის ძალები, მობილიზებულია 200-ზე მეტი სასწრაფო დახმარების ბრიგადა“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor