• February

    27

    2025
  • 85
  • 0
სტამბოლში რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა მიმდინარეობს

სტამბოლში რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა მიმდინარეობს

სტამბოლში, აშშ-ის საკონსულოს შენობაში რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა მიზნად ისახავს ორი ქვეყნის საელჩოების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ორმხრივი საკითხების განხილვას.

როგორც ცნობილია, აშშ-ის დელეგაციას უხელმძღვანელებს სახელმწიფო დეპარტამენტის მოადგილის თანაშემწე სონატა კოულტერი, ხოლო რუსეთის დელეგაციას – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოატლანტიკური დეპარტამენტის დირექტორი და რუსეთის ყოფილი ელჩი კანადაში ალექსანდრ დარჩიევი.

დელეგაციის წევრები ასევე არიან სახელმწიფო დეპარტამენტის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე შესაბამისი საელჩოების წარმომადგენლები.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სტამბოლში რუსი და ამერიკელი დიპლომატების შეხვედრის დღის წესრიგში არ შედის უკრაინის საკითხი. ამის შესახებ „როიტერი“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერზე დაყრდნობით წერდა.

აღსანიშნავია, რომ ეს იქნება აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების მეორე შეხვედრა.

მანამდე, 18 თებერვალს ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა მოლაპარაკებები გაიმართა, სადაც მხარეები, მათ შორის, შეთანხმდნენ ორი ქვეყნის საელჩოების მუშაობის აღდგენაზე.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor