• February

    27

    2025
  • 73
  • 0
სტიქიის შედეგებთან გამკლავების პროცესში სამხედროები აქტიურად მონაწილეობენ

სტიქიის შედეგებთან გამკლავების პროცესში სამხედროები აქტიურად მონაწილეობენ

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, უკვე მესამე დღეა, აქტიურად მონაწილეობენ. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ყველა იმ კრიტიკულ ობიექტზე მუშაობენ, რომლის შესახებაც დავალებას საკოორდინაციო შტაბიდან იღებენ.

„სამხედროები დრონების საშუალებით სხვადასხვა მიმართულებაზე დაზიანების აღმოჩენისა და ელექტროენერგიის ოპერატიულად აღდგენის მიზნით „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ თანამშრომლობენ. ჯარისკაცები, შტაბთან კოორდინაციით, ოპერატიულად ეხმარებიან მოსახლეობას და, საჭიროების შემთხვევაში, საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფენ.

გურიის რეგიონში იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, რომლებიც, მთავრობის წევრებთან ერთად, პრემიერის მიერ შექმნილი საკოორდინაციო შტაბის მუშაობაში მონაწილეობენ, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor