• March

    3

    2025
  • 68
  • 0
დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინაში ერთთვიანი ზავის თაობაზე ინიციატივის შესახებ საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის არანაირი შეთანხმება არ არის მიღწეული

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინაში ერთთვიანი ზავის თაობაზე ინიციატივის შესახებ საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის არანაირი შეთანხმება არ არის მიღწეული

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი ლუკ პოლარდი აცხადებს, რომ უკრაინაში ერთთვიანი ზავის თაობაზე ინიციატივის შესახებ საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის „არანაირი შეთანხმება“ არ არის მიღწეული.

პოლარდის თქმით, „სხვადასხვა ვარიანტი განიხილება კონფიდენციალურად“.

როგორც ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა განმარტა, მნიშვნელოვანია ისეთი გეგმის შემუშავება, რომელიც „რაც შეიძლება მალე“ უზრუნველყოფს ხანგრძლივ მშვიდობას.

ცნობისთვის, მანამდე ფრანგულმა გამოცემა „ფიგარომ“ (Le Figaro) გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი უკრაინაში ცეცხლის ერთთვიანი შეწყვეტის ინიციატივით გამოდიან.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor