• March

    3

    2025
  • 66
  • 0
კობა კობალაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლებში დაღუპული მეომრების დედებს დედის დღე მიულოცა

კობა კობალაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლებში დაღუპული მეომრების დედებს დედის დღე მიულოცა

დღეს, 3 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ლევან მიდელაშვილის დედას, ქალბატონ ლეილა მიდელაშვილს, აფხაზეთში დაღუპული ნოდარ გვრიტიშვილის დედას, ქალბატონ ლალი გვრიტიშვილსა და 2018 წელს, ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დედას, ქალბატონ რუსუდან ტატუნაშვილს დედის დღე მიულოცა.

კობა კობალაძესთან ერთად, ქალბატონებს, დედის დღე მიულოცეს წეროვნის გამგებელმა, გელა შერმადინმა, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ამირიძემ, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა, ნათია ჯანაშვილმა, სამსახურის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს წარმომადგენლებმა.

,,ჩვენ, კიდევ ერთხელ, პატივს მივაგებთ და მადლობას გადავუხდით იმ ღირსეულ დედებს, ვინც ჩვენს ქვეყანას ღირსეული კაცები აღუზარდეს! ყველა დედას ვულოცავ დღევანდელ დღეს! დედაშვილობის მადლი ფარავდეს თითოეულ ჩვენგანს და ჩვენს ქვეყანას,’’-განაცხადა კობა კობალაძემ.

დღესვე, კობა კობალაძემ, თანმხლებ პირებთან ერთად, წეროვანში, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი მოინახულა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვისათვის,ბრძოლის ველზე დაცემული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.

ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor